ვიდრე ქალთა ლიგა განახლდება გოგოები ქვიშის ფეხბურთით დაიტვირთნენ
ვიდრე ქალთა ლიგა განახლდება გოგოები ქვიშის ფეხბურთით დაიტვირთნენ
28.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი ქვიშის ფეხბურთში ბათუმის საფეხბურთო ცენტრის მეორე გუნდია.


ვიდრე საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში შესვენებაა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი კი, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, ქართველი გოგონები წელიწადის ამ დროსთან მისადაგებულ, ქვიშის ფეხბურთის ტურნირზე ასპარეზობენ.


ბათუმში დღეს, ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა, რომელშიც ტრადიციული ტურნირის, ტრადიციული მონაწილეები, ბათუმის სპორტული ცენტრის ორი გუნდი ბსც 1 და ბსც 2 დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კარგად ნაცნობი მეტოქეების დაპირისპირება ბსც 2-ის გამარჯვებით, ანგარიშით 5-7 დასრულდა.


ტურნირში საერთო ჯამში, 8 გუნდი მონაწილეობდა: ბცს 1, ბცს 2, ქუთაისის „მართვე", „ოზურგეთი", „სამეგრელო", თბილისის „ვერე", „რაჭა" და „აჭარა".



ფოტო: ოთო დავითაძე