
ვიდრე ევროპაში სანაკრებო ციებ-ცხელება დაიწყება, კონტინენტზე, საკლუბო ტურნირების ცხელი კვირა დაიწყო, რომელსაც 30 და 31 აგვისტოს, სხვადასხვა ქვეყანაში გამართული ეროვნული ჩემპიონატები „ჩახურავს".
ცოტა ხნის წინ, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში, „ბოდო გლიმტი" კი, დაამარცხა 2-1 და შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, ნორვეგიულმა კლუბმა 2-6 გაიმარჯვა და უეფა-ს მთავარ საკლუბო ტურნირზეც ის აგრძელებს ასპარეზობას. რაც შეეხება ავსტრიულ კლუბს, ის უეფა-ს რანგით მეორე ტურნირზე, უეფა-ს ევროპა ლიგის მთავარ ბადეში გააგრძელებს ასპარეზობას. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში კი, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 58-ე წუთზე შეცვალეს.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანის „ქაირათი". ყაზახურმა გუნდმა, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გურამ კაშიას „სლოვანი" გამოაგდო, ამჯერად შოტლანდიური „სელტიკი" დაამარცხა. ამ დუელის ორივე დაპირისპირება ფრედ 0-0 დასრულდა. გამარჯვებული კი, 11-მეტრიანებმა გამოავლინა და ის, სწორედ ყაზახური გუნდი გახდა, რომელიც ისტორიაში პირველად, უეფა-ს მთავარი საკლუბო ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. „ქაირათის" ქართული ლეგიონიდან, დღეს განაცხადში მხოლოდ გადრანი იყო, თუმცა, მას არ უთამაშია. რაც შეეხება ზარიას, მან, „სლოვანთან" საპასუხო მატჩი მიღებული ტრავმის გამო, ეს შეხვედრაც გამოტოვა.
ჩემპიონთა ლიგის მთავარი ბადეს წილისყრა 28 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან გათამაშებაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" და გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი" შეუერთდებიან.