
ორი დებიუტანტი, პრესტიჟული კლუბების ჩამონათვალი და უმეტესობა უთამაშებელი ფეხბურთელები - საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს, საერთო ფონიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმედ იწყებს. თუმცა, ქართველი რის ქართველია, თუ სასწაულების არ გვჯერა და თან ოპტიმისტებიც არ ვართ. ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სექტემბრის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის, შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე", იტალია), საბა ხვადაგიანი („მაქაბი-ნეთანია", ისრაელი);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი", პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ ეტიენი", საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი", საფრანგეთი).
როგორც ხედავთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, „დინამო თბილისის აკადემიის" კიდევ ორი აღზრდილი და ცოტა ხნის წინ, სლოვაკეთში, გამართული ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები ნოდარ ლომინაძე და გიორგი აბუაშვილი გამოჩნდნენ. ეროვნულ ნაკრებში უხმო ვილი სანიოლმა ამავე გუნდების ყოფილ წევრს, ირაკლი ხვადაგიანს, თუმცა, „ხვადაგასთვის" ეროვნული ნაკრები სიახლე არაა.
ეროვნულ ნაკრებში, ეროვნული ჩემპიონატიდან ორი ფეხბურთელი დავით კერესელიძე და ლადო მამუჩაშვილი მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფა-ს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი, პირველი სექტემბრიდან, თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე, „დინამო არენაზე" თურქეთისა (4 სექტემბერი) და ბულგარეთის (7 სექტემბერს) ნაკრებებს უმასპინძლებს.