კსუ ფუტსალში, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას იწყებს

24.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ფუტზალში, საქართველოს ჩემპიონი კსუ დღეს, უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარ შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. წილისყრამ, რომელიც 3 ივლისს გაიმართა ქართული გუნდი G ჯგუფში გადაანაწილა. საქართველოს ჩემპიონთან ერთად მოხვდნენ „ბუბა მარა" (ბოსნია და ჰერცეგოვინა), „კარდიფი" (უელსი) და „ბლუ მეჯიქ დუბლინი" (ირლანდია).
შესარჩევი ეტაპის თამაშებისთვის ქართულმა გუნდმა, მოსამზადებელი ეტაპი გორში გაიარა. ტურნირს კი, ბოსნია და ჰერცეგოვინა 27-დან 30 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ქართული გუნდის სათამაშო განრიგი ასეთია:
27 აგვისტო, 23:00 / კსუ - „ბუბა მარა"
28 აგვისტო, 19:00 / კსუ - „ბლუ მეჯიქ დუბლინი"
30 აგვისტო, 19:00 / „კარდიფი" - კსუ