
ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში დღეს ლიეტუვაში ჩაფრინდა. „ლანჩხუთი" უეფა-ს ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპისთვის შიაულიაში მოემზადება და ალბათ, პირველ რიგში ქართული სიცხეების შემდეგ, ამინდთან აკლიმატიზაცია მოუწევს, რადგან ეტაპის მომავალ თამაშების მასპინძელ ქვეყანაში, საკმაოდ გრილა.
გიორგი ჩხაიძის გუნდი 27 აგვისტოს, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში უკრაინულ „ვორსკლას" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ჯგუფის ფინალს ითამაშებს და ამით, უეფა-ს მეორე და ახალი ტურნირის ქალთა ევროპის თასის ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს (იხილეთ ბმული).
მას შემდეგ რაც შესარჩევი ციკლის წინ გუნდი ვეტერანმა ლანჩხუთელმა მარიამ კალანდაძემ დატოვა, გუნდს, დანაკლისი მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზეც აქვს - ლიეტუვაში, გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრა ლანჩხუთელთა ბელარუსი ლეგიონერი პალინა ჰირჩიცი. მოგეხსენებათ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად საკუთარ ქვეყნებში რუსი სპორტსმენების გარდა, არც ბელარუსებს უშვებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ლიეტუვაში, ქართული გუნდის წევრის, არშეშვების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
პალინას გარეშე, „ლანჩხუთი" ვილნიუსში, შემდეგი შემადგენლობით არის ჩასული - მეკარეები: თათია გაბუნია, მარიამ ჭრიკიშვილი; მცველები - ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, სილმარის სეიშელ სმიტ პაუელ, ანა წულაია, ანგი სანდრით ტელეს ორტისი; ნახევარმცველები / თავდამსხმელები : მარიამი ჯანიკაშვილი, ჰანა მარი რასელ, სალომი დიმოპულუ, ანანო წიქარიძე, ანასტასია ბოლქვაძე, ლელა ჭიჭინაძე, ეთერ სულაშვილი, გაბრიელა ვალენტინა კამარგო ისაზა, ჩისომ სოფია ონიევუენი, მარია მურილო.
ხვალ, 25 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ხორვატიიდან შიაულიაში ჩავა და გუნდს შეუერთდება ტატა მატვეევა, რომელიც მოქმედი ფეხბურთელის გარდა, საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც არის და ხვალ, უეფა-ს განვითარების ტურნირზე ბოლო შეხვედრას გამართავს.