სერჰიი იემილიანოვის დაგეგმილი ოქრო მილანიდან
სერჰიი იემილიანოვის დაგეგმილი ოქრო მილანიდან
24.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ქართველი პარა კაიაკერი სერჰიი იემილიანოვი  მსოფლიო ჩემპიონია. მან 2025 წელს მორიგ ტურნირზე, ამჯერად კანოე სპრინტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო ოქროს მედალი. ქართული გუნდის წარმომადგენელმა, აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო და ნახევარფინალურ გაცურვებში საუკეთესო დრო დააფიქსირა, შესაბამისად, გადავიდა A ფინალში და არც მეტი, არც ნაკლები, ოქროს მედლის მოლოდინი გაგვიჩინა. მოლოდინმა კი, გაამართლა. სერჰიიმ, (KL3 -200მ)  ფინალურ გაცურვაში 40.31 წამი დააფიქსირა - ეს კი, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მის მიერ დაფიქსირებული დროებიდან (შესარჩევი 40.51, 1/2 ფინალი 41.23) საუკეთესოც იყო და თან, ოქროს მედლის მომტანიც. მეორე ადგილზე გასულ ბრაზილიელ ელიას როდგიგესს, იემილიანოვმა მთელი 0.98 წამით აჯობა, რაც გაცურვის დაძაბულობაზეც მეტყველებს.  


დღეს მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარომადგენელი ასპარეზობდა. ქალთა შორის C1-200მ დისტანციაზე, B ფინალში, მართალია ბოლო, მე-9 ადგილზე გავიდა ქართველი ქალი, მარიამ ქერდიკაშვილი (52.88 /+2.80), მაგრამ თავად ფაქტი, რომ მარიამი სტაბილურად საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობს და უმეტესწილად, მინიმუმ B ფინალში ასპარეზობს მის სტაბილურობაზე მეტყველებს.


აქვე შეგახსენებთ რომ მილანში, კანოე სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო ბადრი ყაველაშვილმა (K1 200მ). გია გაბედავამ (C1-200მ) კი, B ფინალში მეორე ადგილი დაიკავა.


სრულად შედეგები იხილეთ ბმულზე.