ქართული გუნდი მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედლის მოლოდინშია
ქართული გუნდი მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედლის მოლოდინშია
23.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მილანში, კანოე სპრინტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას  სერჰიი იემელიანოვი (KL3-200მ),  რომელმაც წარმატებული შესარჩევი (40.51) გაცურვის შემდეგ, კვლავ საუკეთესო შედეგი აჩვენა, ამჯერად 1/2 ფინალში. ფინალში გასასვლელად მან პირველ გაცურვაში იასპარეზა და 41.23 წამი დააფიქსირა რაც, სამივე გაცურვაში საუკეთესო დრო იყო. ხვალ 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 12:34 საათზე უკვე A ფინალში, მედლის მოსაგებად იასპარეზებს.


დღესვე, 1/2 ფინალში იასპარეზე მარიამ ქერდიკაშვილმა (C1 - 200მ) სადაც პირველ ჯგუფში ასპარეზობდა და  დაფიქსირებული 49.16/+1.93 დროით მეექვსემ დაამთავრა გაცურვა. შესაბამისად, მარიამი ხვალ, 24 აგვისტოს, 11:35 საათზე, B ფინალში იასპარეზებს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო ბადრი ყაველაშვილმა (K1 200მ). გია გაბედავამ (C1-200მ) კი, B ფინალში მეორე ადგილი დაიკავა.


მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგები იხილეთ ბმულზე.