პირველი მედალი მილანიდან - ბადრი ყაველაშვილის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია
პირველი მედალი მილანიდან - ბადრი ყაველაშვილის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია
22.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში დღეს, საქართველოს ორმა წარმომადგენელმა დასკვნით გაცურვებში მიიღო მონაწილეობა. აქედან ერთმა, გია გაბედავამ (C1 200მ), B ფინალ იასპარეზა და 40.65 / +0.15 ნაჩვენები დროით მეორე ადგილი დაიკავა.


ქართული გუნდიდან ყველაზე ბოლოს კი, დღეს სტარტზე ბადრი ყაველაშვილი (K1 200მ)  დადგა, რომელმაც კანოე სპრინტში, მსოფლიო ჩემპიონატზე A ფინალში იასპარეზა და ისევე, როგორც გზად ფინალამდე, აქაც სტაბილური შედეგი 34.64 /+0.35 აჩვენა. მართალია, გაცურვის გამარჯვებულს, 0.35-ით ჩამორჩა, და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა, თუმცა, ნახევარფინალურ გაცურვაში ნაჩვენები, საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.


მედლისკენ გრძელი გზა დღეს ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთმა სპორტსმენმა დაიწყო. სერჰიი იემელიანოვმა (KL3 200მ), შესარჩევ გაცურვაში დისტანცია 40.51 წუთში დაფარა, პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარ ფინალში გადავიდა, რომელიც ხვალ, 23 აგვისტოს, 11:10 საათზე არის ჩანიშნული. სხვათა შორის, სერჰიის მიერ ნაჩვენები დრო, ოთხივე შესარჩევ ჯგუფში საუკეთესო იყო.


შეგახსენებთ, რომ ხვალვე, 1/2 ფინალში მარიამ ქერდიკაშვილმა (C1 200მ) 11:40 საათიდან იასპარეზებს.


კანოე სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატმა კი, სტარტი მილანში 20 აგვისტოს აიღო და 24 აგვისტომდე გასტანს. შეჯიბრში, რომელშიც ჩვენ ოთხი წარმომადგენელი გვყავს, საერთო ჯამში, 70-ზე მეტი ქვეყნის, 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე