ცოტა სათამაშო დრო და სკამზე დატოვებული ქართული ლეგიონი
ცოტა სათამაშო დრო და სკამზე დატოვებული ქართული ლეგიონი
22.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ფეხბურთელების ნაწილის უიღბლობა უეფა-ს ევროტურნირებზე გრძელდება. ქართველი ლეგიონერების ნაწილს ტრავმები აწუხებს, მაგალითად, ამ მიზეზით უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის თამაში გამოტოვა ლაშა ოდიშარიამ, რომლის ლატვიური კლუბი RFS-ი, ფლეი-ოფის მატჩში მალტის პატარა ქალაქ ტა ქალის სტადიონზე „ჰამრუნ სპარტანსთან" მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.  საინტერესოა მოახერხებენ თუ არა ლატვიელები საპასუხო მატჩში, რომელიც 28 აგვისტოს რიგაში ჩატარდება, იღბალი სათავისოდ შეატრიალონ.


ქართველ ლეგიონერთა მერე ნაწილი კი, არის შემადგენლობაში, თუმცა, მათ სათამაშო დრო არ ეძლევათ, მაგალითად ირაკლი აზაროვს, რომლის „შახტარმაც" კრაკოვში, კონფერენს ლიგის ფლეო-ოფის პირველ შეხვედრაში ფრედ 1-1 ითამაშა „სერვეტესთან". უკვე მერამდენედ, ირაკლი სკამზე დატოვეს, რაც სანაკრებო თვალსაზრისით, „აზარასთვის" არ არის ხელსაყრელი.


ფრედ, 1-1 ითამაშა ლოზანაში, Stade de la Tuilière-ზე გაბრიელ სიგუას ახალმა კლუბმა „ლოზანამ". შეგახსენებთ, რომ სიგუა, ერთწლიანი იჯარის წესით „ლოზანას" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში. „ბეშიქთაშთან", უეფა-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ახალ კლუბში, ქართველს, მართალია მცირე, მაგრამ სათამაშო დრო მისცეს. სიგუა მოედანზე 84-ე წუთზე შემოვიდა.


შეცვლაზე შევიდა, კიდევ ერთი თურქული კლუბის წინააღმდეგ თამაშში ანრი მექვაბიშვილიც. თუმცა, მას სიგუასგან განსხვავებით, უფრო მცირე სათამაშო დრო მიეცა. ბაშაქშეჰირის, ფატიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივი „ბაშაქშეჰირისა" და რუმინული „უნივერსიტატია კრაიოვას" შეხვედრა, სტუმარი გუნდის გამარჯვებით 1-2 დასრულდა. ამასთან, თურქულმა კლუბმა, ერთი გოლის გაქვითა, მხოლოდ 87-ე წუთზე მოახერხა.


უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე ქართველი ლეგიონერების გუნდები, საპასუხო შეხვედრებს 28 აგვისტოს გამართავენ.


სათამაშო დროის პრობლემა არც უეფა-ს ევროპა ლიგაზე მოასპარეზე ქართველებს აკლიათ. „პაოკის" შემადგენლობაში იყო, თუმცა, არ უთამაშია ეროვნული ნაკრების მეკარეს ლუკა გუგეშაშვილს. ხორვატიაში, ქართველებისთვის, მხედველობაში, ახალგაზრდული ნაკრები გვაქვს, იღბლიან რიეკას სტადიონზე, ადგილობრივმა „რიეკამ" ბერძნული კლუბის დამარცხება მინიმალური ანგარიშით 1-0 მოახერხა.


ბრატისლავაში, საკუთარ სტადიონზე წააგო „სლოვანმაც", რომელსაც დასჯილი შვილი ვაისის არ ყოფნაში, მამა ვაისმა გუნდის კაპიტნობა გურამ კაშიას მიანდო, თუმცა, 55-ე წუთზე, შეცვალა. სლოვაკურ კლუბს, „იანგ ბოიზიდან" ბედიამ, გოლი მე-15 წუთზე გაუტანა და საბოლოოდაც 0-1 გაიმარჯვა. თუმცა შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფი ორი რაუნდისგან შედგება და ყველა დღეს, ჩვენს მიერ მოხსენიებულ თამაშშიც, გამარჯვებულები, მხოლოდ ორ-ორი თამაშის ჯამში გამოვლინდება.