კანოე სპრინტში ხვალ ქართველები A და B ფინალებში იასპარეზებენ
კანოე სპრინტში ხვალ ქართველები A და B ფინალებში იასპარეზებენ
21.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 22 აგვისტოს თბილისის დროით 17:46 საათზე ბადრი ყაველაშვილი (K1 200მ)  კანოე სპრინტში, მსოფლიო ჩემპიონატზე A ფინალში იასპარეზებს და შეეცდება საპრიზო სამეულში შესვლას. 1/2 ნახევარფინალურ გაცურვაში ბადრიმ (35.43 /+0.35) დრო აჩვენა და  მესამე ადგილი დაიკავა.     

                                    

ოდნავ უფრო ადრე, 16:00 საათზე კიდევ ერთი ქართველი ნიჩბოსანი გია გაბედავა (C1 200მ), კანოე სპრინტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის B ფინალში იასპარეზებს. დღეს გამართულ 1/2 ფინალურ გაცურვაში ქართველმა მეხუთე (39.76 /+1.01) შედეგი აჩვენა.


დღესვე ასპარეზობა დაიწყეს ჩვენი გუნდის კიდევ ორმა წარმომადგენელმა. მარიამ ქერდიკაშვილმა (C1 200მ) მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო გაცურვაში მე-7 პოზიცია დაიკავა (49.21 / +1.88), მაინც მოახერხა 1/2 ფინალში გასვლა და 23 აგვისტოს, 11:40 საათიდან შეეცდება კიდევ უფრო წინ წაწევას.


მორიგი მედლის მოლოდინი გვაქვს სერჰიი იემელიანოვისაგან (KL3 200მ), რომელმაც ასევე დღეს უნდა დაეწყო ასპარეზობა თუმცა, სტარტის ხვალისთვის გადაიდო და სერჰიი, ხვალ დილის 10:45 საათიდან შეეცდება საკვალიფიკაციო ჯგუფის დაძლევას და 1/2 ფინალში გადასვლას, რომელიც უკვე 23 აგვისტოს არის ჩანიშნული.


კანოე სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატმა კი, სტარტი მილანში 20 აგვისტოს აიღო და 24 აგვისტომდე გასტანს. შეჯიბრში, რომელშიც ჩვენ ოთხი წარმომადგენელი გვყავს, საერთო ჯამში, 70-ზე მეტი ქვეყნის, 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე