
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლანჩხუთის" ფეხბურთელი ტატა მატვეევა ახალ გუნდს, რომლის გაწვრთნაც ვეტერან ქართველ ფეხბურთელ ქალს დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩააბარეს, შეგირდებს საქმეში ხვალიდან ნახავს. საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა და 20-25 აგვისტოს უეფა-ს განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი ხორვატიაში სამ თამაშს ჩაატარებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრების ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ინიშნება 11-მეტრიანების სერია. თამაშების განრიგი კი, ასე გამოიყურება:
20 აგვისტო, 19:30 / ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო
22 აგვისტო, 12:00 / ხორვატია - საქართველო
25 აგვისტო, 12:00 / საქართველო - ისრაელი
აღსანიშნავია, რომ 15-წლამდე გოგონათა ნაკრების შესაქმნელად, ივნისსა და ივლისში, თბილისსა და ქუთაისში სასელექციო მატჩები გაიმართა. ამ მატჩებზე დაყრდნობით, 15-წლამდე გოგონათა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შეარჩია 2011 წელს დაბადებული 18 გოგონა, რომლებმაც აგვისტოს დასაწყისში, თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გაიარა და დღეს, ხორვატიაში ჩაფრინდა.
საქართველოს ახალი, 15-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება - მეკარე: მელანო ძაძუა (ქსკ „საბურთალო"), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); დაცვა: ანასტასია მარგიანი („თეთრიწყარო"), ბარბარე მანაგაძე („მართვე"), სესილი სვანიძე („კოლხეთი" ხობი), თეკლა ხარაზიშვილი („ნორჩები"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო სხირტლაძე (ქსკ „საბურთალო"), ლინა სურმალიანი („ეძანი"), ნინო აბულაძე („ბათუმი"), ლიზი ბახტაძე („სპაერი"), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური („ფუენლაბრადა ატლანტისი", ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი"), თამარ მარუაშვილი („მართვე"), თამარ კაპანაძე („ახალგორი"), მარიამ ნათაძე („დინამო სოხუმი"), ანასტასია ცხოვრებაძე („ნორჩები"), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), მარიტა ჯალაღონია („მტრედები").
და ბოლოს ერთი დეტალი - მოგეხსენებათ, რომ ტატა მატვეევა, რომელიც საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებს უეფა-ს განვითარების ტურნირზე უხელმძღვანელებს, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთში" თამაშობს. შესაბამისად, უეფა-ს ტურნირის დასრულებისთანავე, ტატა, ხორვატიიდან ლიეტუვაში გაემგზავრება და „ლანჩხუთს" შეუერთდება, სადაც საქართველოს ქალთა საფეხბურთო და მოქმედ ჩემპიონს, მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო ეტაპი ელის უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე.
ფოტო: სფფ





ჩვენ







