
სავარაუდოდ მომდევნო კვირაში ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას დაასახელებს და ახალი შესარჩევი ციკლისთვის უხმობს. სექტემბრის სანაკრებო ფანჯრამდე კი, რომლის დროსაც ჩვენი ნაკრები, თბილისში, „დინამო არენაზე" ჯერ თურქეთის, შემდეგ კი, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება, ქართული ლეგიონი, ევროტურნირების მიღმა, უკვე, სხვადსხვა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატებზეც ხურდება.
რუმინეთის სუპერლიგის მე-6 ტურში, ანრი მექვაბიშვილის „უნივერსიტატია კრაიოვამ" სტუმრად ითამაშა „მიერკურეა ჩიუკის" წინააღმდეგ და ერთბურთიანი სხვაობით, 1-2 გაიმარჯვა. ქართველი, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში.
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში გაიტანა შოთა ნონიკაშვილმა. „ჩერკაზკის" შემადგენლობაში მოთამაშე ქართველმა, 29-ე წუთზე 11-მეტრიანით აიღო „ჟიტომირის" კარი. მისმა გუნდმა კი, საბოლოოდ, 0-2 გაიმარჯვა. ნონიკაშვილის გუნდი, სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.
ანალოგიური ანგარიშით, 0-2 მოიგო გასვლითი შეხვედრა დონეცკის „შახტარმაც". ირაკლი აზაროვის დონეცკელთა შემადგენლობაში მსჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში გამოჩნდა (!). აზაროვზე მეტი სათამაშო დრო მიეცა „შახტარის" მოწინააღმდეგე „ვერეს რივნეს" შემადგენლობაში მოთამაშე გიორგი კუციას, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდან გამოჩნდა. „შახტარი" სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. „ვერეს რივნე" კი, მე-14-ზე.
საფრანგეთის ლიგა 1-ში შედგა კიდევ ერთი ქართველის გიორგი წიტაიშვილის დებიუტი. „მეცისა" და „სტრასბურგის" დაპირისპირებაში, რომელშიც ქართველის გუნდი მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა, „წიტამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. „მეცის" შემადგენლობაში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შემოსულა გიგი აბუაშვილი, რომელსაც იმედს ვიტოვებთ, რომ საქმეშიც მალე ვიხილავთ.
მხოლოდ, 78-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია. შესაბამისად, ახალი სეზონის სადებიუტო მატჩში, რომელიც პსჟ-მ გასვლაზე, „ნანტის" წინააღმდეგ ჩაატარა და 0-1 გაიმარჯვა, ქართველს თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ დარჩენია. თუმცა, ახლა როგორც რიგითი ქართველისთვის, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, „კვარა" სექტემბრის სანაკრებო თამაშებს შეხვდეს მზად.
პორტუგალიაში, კვირის თავზე, „სპორტინგმა" 6-0 გაანადგურა „აროუკა". გიორგი ქოჩორაშვილმა, კვლავ სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, ამჯერად ოდნავ მეტი სათამაშო დრო მიეცა. ქართველი 73-ე წუთზე გამოვიდა სათამაშოდ.
მეორე ტურის შეხვედრაში, კვლავ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში ნოდარ ლომინძემ, თუმცა, მისმა „ეშტორილიმ", კვლავ წააგო, ამჯერად, „გიმარაეშთან" 3-2. ქართველი 70-ე წუთზე შეცვალეს.
ორშაბათს, ანუ უკვე დღეს, ქართული ლეგიონის სამწვრთნელო ფლანგზე, შოთა არველაძეს და მის გუნდს მოუწევს გარჯა. თურქეთის სუპერლიგაში, წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ქართველის გაწვრთნილი გუნდი, მეორე ტურში, სტამბოლში, მისთვის კარგად ნაცნობ და მშობლიურ „ტრაბზონსფორს" უმასპინძლებს.
და ბოლოს, ყველაზე ბოლოს, 19 აგვისტოს ქართული ლეგიონიდან საქმეში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მოასპარეზენი ჩაერთვებიან. „ზირა" რომლის ღირსებსაც დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი იცავენ.