საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ფლეი-ოფისთვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ფლეი-ოფისთვის ემზადება
17.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

18 და 23 სექტემბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფლეი-ოფში ითამაშებს. სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ შეხვედრას თბილისში გამართავს, საპასუხოს კი, ბრატისლავაში ითამაშებს. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ქართველთა გუნდმა, რომელიც შეგახსენებთ, ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის პერიოდში რადიკალურად შეიცვალა და ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე გაიკვლია გზა მომავალ ფლეი-ოფამდე, შეკრებას გორში გადის.


„შეკრების პირველი ეტაპი, მოსამზადებელი და ფიზიკური კუთხით, უკვე გავიარეთ. შეკრება გორში იყო ნაყოფიერი, უმაღლესი დონის. ახლა, გავდივართ შეკრების მეორე ეტაპს და ამ ეტაპზე ვემზადებით ლეგიონერები გარეშე, რადგან არ არის უეფა-ს სანაკრებო ფანჯარა და ამიტომ, ლეგიონერებს ვერ გამოუშვებენ", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ასათიანის გუნდი, შეკრების ბოლო, მესამე ეტაპს 21-28 აგვისტოს პერიოდში გამართავს, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, მოახერხებს თუ არა ჩვენი გუნდი, მნივშნელოვან ფლეი-ოფამდე, ერთი, სატესტო მატჩის გამართვას მაინც.


აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს, ასევე სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებებს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი 2022 წელს ჰქონდა, ასე, რომ ზედიზედ მეორედ, მთავარ ევროპულ ფორუმზე გამოჩენა, ორივე გუნდს უნდა. გუნდები პირველა ერთმანეთს 9 წლის წინ, ამხანაგური შეხვედრების დროს (იხილეთ სტატია) დაუპირისპირდნენ, რომლის დროსაც ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთიც კი, საქართველოს ნაკრებმა მოიგო.