საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
14.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირისთვის მზადება განაახლა. ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 6 და 14 აგვისტოს ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა სომხეთის 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა, რომელთაგან ერთში გაიმარჯვა დიდი ანგარიშით 5-1, ხოლო მეორეში ფრედ, 3-3 ითამაშა.


ორივე შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გამართა. პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მატჩის პირველივე წუთზე, ანანო მიქაბერიძის გოლით გახსნა. ამის შემდეგ, 27-ე წუთზე კესო მეტონიძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 31-ე წუთზე, ლოლიტა კალოიანმა, პირველი ტაიმის საბოლოოს ანგარიში დააფიქსირა, 3-0.  61-ე წუთზე ლიზი კაკულიამ სომხეთის კარში მეოთხე გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 77-ე წუთზე, მარიამ ჯოჯუამ დააფიქსირა და გოლი, მისთვის ჩვეულად, სალტოთი აღნიშნა. საბოლოოდ, ეს შეხვედრა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა 5-1 მოიგო.


რაც შეეხება მეორე მატჩს, მე-5 წუთზე, ნინიკო ჩხეტიანის გადაცემით, ანგარიში ანანო წიქარიძემ გახსნა. ქართველებს მე-9 წუთზე ორი ბურთით შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა, კესო მეტონიძემ პენალტი გააცუდა. ტაიმის მიწურულს სომხებმა გაგვითანაბრეს. დღევანდელ შეხვედრაში, ქართველთა გუნდის უიღბლობას ისიც დაემატა, რომ 47-ე წუთზე, მარიამ კაკულიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სტუმართა გუნდიც დაწინაურდა. თუმცა, მალევე, 53-ე წუთზე ანასტასია ბუჩუკურმა, ანგარიშ გაათანაბრა. 75-ე წუთზე კი, კესო მეტონიძის გადაცემით, ლიზი კაკულიამ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 81-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეკარე შეცვალა, თუმცა, როგორც ჩანს, ლიზი ლომოურმა ვერ მოასწრო თამაშში აპრობირება და 84-ე წუთზე გოლი გაუშვა. საბოლოო, შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა.  


და ბოლოს, რაც შეეხება, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ის 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის, B ჯგუფში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებების გარდა, სლოვენიისა და აზერბაიჯანის ნაკრებებიც იასპარეზებენ.



ფოტო: სფფ