„ფრანს ფუტბოლის“ ოფიციალურ ნუსხაში „კვარაც“ არის
„ფრანს ფუტბოლის“ ოფიციალურ ნუსხაში „კვარაც“ არის
07.08.2025
ავტორი: TSFF.Ge

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" იმ 30 ნომინანტს შორის არის, რომელიც დღეს, „ფრანს ფუტბოლმა" ოფიციალურად წარადგინა. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა, ამდენად, „კვარას, 2024-2025 წლების სეზონს თუ გადავხედავთ, ყოველ შემთხვევაში ქართველებისთვის, ეს სულაც არ იყო მოულოდნელი. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, „კვარამ", მე-17 ადგილი დაიკავა.


საინტერესოა, რომ ფინალური ღონისძიებისთვის, რომელიც 22 სექტემბერს გაიმართება, არც ერთი ამ პრესტიჟული და ტრადიციული ჯილდოს  არც ერთი მფლობელი არაა. შესაბამისად, „ოქროს ბურთს", ახალი მფლობელი ეყოლება და ქართველებს დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს, სწორედ ხვიჩა იქნება.


ნომინანტებს შორის არიან: ჯუდ ბელინგემი („რეალი", ინგლისი), უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი), დენზელ დუმფრისი („ინტერი", ნიდერლანდები), სერუ გირასი („შტუტგარტი", გვინეა), ვიქტორ დიოკერესი („არსენალი", შვედეთი), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი", ნორვეგია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), ჰარი კეინი („ბაიერნი", ინგლისი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საქართველო), რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა", პოლონეთი), ალექსის მაკ ალისტერი („ლივერპული", არგენტინა), ლაუტარო მარტინესი („ინტერი", არგენტინა), კილიან მბაპე („რეალი", საფრანგეთი), სკოტ მაკტომინეი („ნაპოლი", შოტლანდია), ნუნო მენდესი (პსჟ, პორტუგალია), ჟოაო ნევესი (პსჟ, პორტუგალია), მაიკლ ოლისე („ბაიერნი", საფრანგეთი), კოულ პალმერი („ჩელსი", ინგლისი), პედრი („ბარსელონა", ესპანეთი), რაფინია („ბარსელონა", ბრაზილია), დეკლან რაისი („არსენალი", ინგლისი), ფაბიან რუისი (პსჟ, ესპანეთი), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული", ეგვიპტე), ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული", ნიდერლანდები), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი", ბრაზილია), ვიტინია (პსჟ, პორტუგალია), ფლორიან ვირტცი („ლივერპული", გერმანია), ლამინ იამალი („ბარსელონა", ესპანეთი).


„ოქროს ბურთის" გარდა, 22 სექტემბერს „ფრანს ფუტბოლი" კიდევ რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულს, როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის, დასახელდებიან, „საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი", „საუკეთესო მეკარე", „საუკეთესო მწვრთნელი", „საუკეთესო ქალი ფეხბურთელი", „საუკეთესო კლუბი".


წლის საუკეთესოების გამოვლენის ამ ღონისძიებას, დასაბამი 1956 წელს მიეცა და წელს ის, 69-ედ გაიმართება.