ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია
05.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე ოფიციალურად, საბა გოგლიჩიძე იტალიური „უდინეზეს" ფეხბურთელია. ახალგაზრდა ქართველმა მცველმა, იტალიურ ქალაქ უდინეში, სადაც მომავალ კვირას, სავარაუდოდ ქართველების მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს სუპერ თასის ფინალში, სწორედ ამ ქალაქში ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და შეეცდება მორიგი ტიტული მოპოვებას, ადგილობრივ კლუბთან ხელი, ოფიციალურად მოაწერა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება 4 აგვისტოს გაიარა და დღეს, ხელი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა. „უდინეზემ", კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი „ემპოლისგან" სრულად გამოისყიდა.


„შავ-თეთრების დაცვის სამომავლო გარანტია არის საბა გოგლიჩიძე, უდინეზეს, ახალი მოთამაშე, ქართველი მცველი, რომელიც საბოლოოდ, გამოვისყიდეთ „ემპოლიდან" - ასე იწყებს ქართველის ფეხბურთელის წარდგენას იტალიური კლუბი.


იტალიური კლუბი, ტრადიციულად, ახალწვეულის წარდგინებისას, ფეხბურთელის დაბადების ადგილის, საფეხბურთო სამყაროში პირველ ნაბიჯებსა და კარიერულ მიღწევებზე საუბრის შემდეგ, ყურადღებას, კონკრეტულად სერია A-ში, ქართველის განვლილ გზაზე ამახვილებს ყურადღებას - „ემპოლის" რიგებში 2024 წლიდან, საერთო ჯამში, სერია A-ში ჩატარებული 33 შეხვედრა, 3 იტალიის თასზე, რომლის დროსაც საბას სტაბილურობა მისი, „უდინეზეთი" დაინტერესების მთავარი საბაბი გახდა.


კლუბის ოფიციალური გვერდი, იტალიელ გულშემატკივარს ასევე ახსენებს, რომ საბა გოგლიჩიძე, ეროვნული ნაკრების მაისურით 3, ახალგაზრდულის შემადგენლობაში 7, 1 თამაში 19-წლამდებში და 7-იც 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა. აქვე შეგახსენებთ, რომ საბას, 2025 წელს, ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატზეც უნდა ეთამაშა, თუმცა, ფეხბურთელმა, ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო და სლოვაკეთში არ გაემგზავრა.


რაც შეეხება სერია A-სა და საბა გოგლიჩიძის ახალ კლუბს, 2025-2026 წლების სასტარტო შეხვედრა 25 აგვისტოს, საშინაო კედლებში, „ვერონას" წინააღმდეგ აქვს.


ფოტო: © Udinese Calcio 1896