ეროვნული ლიგა საინტერესოდ განახლდა, „თელავმა“ „იბერია 1999“-ს მოუგო
ეროვნული ლიგა საინტერესოდ განახლდა, „თელავმა“ „იბერია 1999“-ს მოუგო
04.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაფხულის არდადეგების შემდეგ, რაც ქართული კლუბების ევროტურნირებში მონაწილეობით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა 2 აგვისტოს დაბრუნდა. ბევრისთვის, საკმაოდ მოულოდნელი სტარტით, რომელშიც „თელავმა", თბილისში, მიხეილ მესხზე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999" -ი 2-3 დაამარცხა და შვედური და ესტონური  კლუბების შემდეგ, რიგით მესამე კლუბი აღმოჩნდა, ვინც ამის გაკეთება მოახერხა.


შეხვედრა კი, დერეკ აგიაკვას გოლით დაიწყო, რომელიც თბილისელთა, ჩვენი აზრით ზაფხულის სათამაშო პერიოდში, ყველაზე აქტიურმა და გამორჩეულმა ლეგიონერმა, მე-9 წუთზე გაიტანა. ამის შემდეგაც, თითქოს, მოვლენები გია გეგუჩაძის (სწორედ მას ჩააბარეს „იბერია 1999", ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ) გუნდის სასარგებლოდ განვითარდა - „თელავს", 32-ე წუთზე ტატო ჟივიძე გაუძევეს. მიუხედავად ამისა, ვალერი გაგუას გუნდმა, ამ გაძევებიდან მალევე, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, დათუნა გოგოტიშვილის გადაცემით, ფირუზ გაბიტაშვილმა, 36-ე წუთზე გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე, გურამ გოშთელიანმა, თბილისელები კვალ დააწინაურა, თუმცა, სიმცირეში მყოფმა სტუმრებმა, მსაჯის მიერ, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კვლავ მოახერხეს გათანაბრება. ამჯერად, ჯადული იობაშვილმა გამოიჩინა თავი, თუმცა, ტრავმაც მიიღო და გაგუას, მისი შეცვლა მოუხდა. ჩვენი გვერდის ინფორმაციით, იობაშვილს სავარაუდოდ ოპერაცია სჭირდება და ელიგის მე-19 ტურში გატანილი გოლი, ახალგაზრდა ფეხბურთელს, რამდენიმე თვიან იძულებით შესვენებად დაუჯდება. მეორე ტაიმში, 10 კაცით დარჩენილმა „თელავმა", რომელიც ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, ოდნავ გაიუმჯობესა მდგომარეობა და გასავარდნი ზონიდან, ფლეი-აუთის ზონაში ამოვიდა, შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა. 85-ე წუთზე, მიხეილ ბაშელეიშვილის გოლმა, კახურ გუნდს, ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოუტანა. რაც შეეხება „იბერია 1999"-ს, გუნდმა ელიგაში წაუგებელი მატჩების სერია 2 აგვისტოს შეწყვიტა.


მე-5 წუთიდან 10 ფეხბურთელით ითამაშა წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, ადგილობრივმა „სამგურალმა", რომელმაც რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ფოთის „კოლხეთი 1913" 2-0 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გახსნეს - გოლი კლუბის ლეგიონერმა ველოსოლიმ გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს წყალტუბოელებმა მეორე გოლიც. ამჯერად, 11-მეტრიანი, ზუსტად შეასრულა გიორგი ფანცულაიამ.


გაძევების გარეშე ვერც 3 აგვისტოს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა დასრულა, რომელიც „დილამ", „გარეჯი" 2-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, მსაჯებს, გოლების ავტორთა ჩანიშვნაზე მეტად, უბის წიგნაკის გამოყენება, ყვითელი ბარათების ავტორთა ჩასანიშნად მოუხდა - საერთო ჯამში 11 ყვითელი ბარათი უჩვენეს ფეხბურთელებს და აქედან ერთი, 87-ე წუთზე, გიორგი გაბაძისთვის, „გაწითლდა". თუმცა, ამ მომენტისთვის, მასპინძლები, 34-ე წუთზე, დეო ბასინგას გოლის წყალობით, შეხვედრას იგებდნენ. მეორე გოლი კი, გორელებმა, მატჩისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გაიტანეს. ამჯერად, პედრო მენდეშმა გამოჩინა თავი.


ამ დღეს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც „ტორპედომ", მატჩის ბოლო წუთზე, შეცვლაზე შემოსული ალეკო ბასილაძის გოლით გაიმარჯვა, 2-1. „ტორპედოსა" და „გაგრას" დაპირისპირებაში, ანგარიში მე-17 წუთზე, კომნენ ანდრიჩის გოლით გახსნეს მასპინძლებმა და პირველი ტაიმიც მოიგეს. თუმცა, ზოგადად, 3 ქულის მოპოვება, ქუთაისურ კლუბს, დიდი ჯაფის ხარჯზე მოუხდა. 55-ე წუთზე, მათე ცინცაძის გადაცემით, ოთარ გაგნიძემ გაიტანა და ამის შემდეგ, შავი ზღვის პირა გუნდს, ჰქონდა, ანგარიშის შეცვლის შანსი. თუმცა, მასპინძლებმა მოახერხეს მობილიზება და საჭირო ქულების აღება. ვარლეი და სილვას ზუსტი და გამოზომილი გადაცემის პარალელურად, გაგრელთა მცველებს ბასილაძე „გაეპარათ" - ამ უკანასკნელს კი, მეკარესთან გამკლავება არ გასჭირვებია.  


ტურის ბოლო შეხვედრა კი, დღეს, ბათუმში, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სეზონის მესამე თამაში ბათუმისა და თბილისის დინამოელებს შორის, მეორე ტაიმში დაახლოებით 15 წუთი შეწყვეტილი იყო - მიზეზი, მეორე ტაიმის საწყისს წუთებზე, ბათუმელთა ტუნისელი მცველის გაიტ უაჰაბის ტრავმა გახდა, რომელიც საკუთარო გუნდის მეკარესთან, შეჯახების შემდეგ დაზიანდა და სასწრაფო დახმარები მანქანით, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ მომენტისთვის, „დინამოების" დაპირისპირებაში ანგარიში 1-3 იყო, თუმცა, ალბათ შეჯახების მომენტში გასული გოლი, რომ არ გაეუქმებინა მსაჯს, ანგარიში, 1-4 იქნებოდა - VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა. შეხვედრის არბიტრმა კი, რომელმაც „ელიგის შესვენებამდე" თბილისელთა საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ, დინამოელებისთვის, VAR-ის ოთახიდან წითელი ბარათები დაარიგებინა მინდორზე მყოფ მსაჯს და ამ მიზეზით (სხვათა შორის „ტორპედოსაც" ამ მხრივ ჰქონდა დანაკლისი „გაგრასთან" შეხვედრაში) დღეს, „დინამო თბილისს" საკმაოდ აკლდა ფეხბურთელები, ამჯერად, ყვითელი ბარათით თბილისელთა კაპიტანი, გიორგი ლორია დააჯარიმა, რომელმაც მშობლიურ კლუბში, 198-ე მატჩის ჩაატარა და გუნდში დაბრუნებაც, ასე „აღნიშნა". თუმცა, „ლორიმ" ბარათის გარდა, ბათუმიდან, გუნდთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა წამოიღო. თბილისელთა რიგებში, შეუცვლელად ითამაშა, ქართული ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ, ჯაბა კანკავამ. ზოგადად, თბილისელებმა, რომლებმაც, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თასის შეხვედრა წააგეს, დღეს, რადიკალურად განსხვავებული თამაში და ფეხბურთი შესთავაზეს გულშემატკივარს, რომელიც ბათუმში საკმაოდ იყო ტრიბუნაზე. ლადო კაკაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი, ჯაბა კანკავასა და ნიკა ნინუას გადაცემების შემდეგ, ონორე გომისისა (21', 38') და ირაკლის სირაძის (45'+3) გოლებით 0-3 მოიგო. მეორე ტაიმის სტარტზე, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, რომელიც ცდილობს საკადრო პრობლემების ფონზე და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართულობით, აჭარული გუნდი ლიდერთა შორის დატოვოს, ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა - 47-ე წუთზე, გოლი შეცვლაზე შემოსულმა 19 წლის ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა. სხვათა შორის, ლევანის და თბილისელთა რიგებიდან გატანილი გოლები, ისე გამოვიდა, რომ ყველა სადებიუტო იყო, კონკრეტული გუნდის მაისურით. ერთ-ერთი ასეთი გოლი კი, შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე, 18 წლის თბილისის დინამოელმა ნიკა ჩიქოვანმა გაიტანა და დინამოების დაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში, 1-4 დააფიქსირა.  


მე-19 ტურის შემდეგ, გათამაშებას, კვლავ „იბერია 1999"-ი ლიდერობს, 44 ქულით. 41 ქულა აქვს გორის „დილას", 32 ქულა „დინამო თბილისს", 30-30 ქულით კი, მომდევნო ადგილებზე, „ტორპედო" და ბათუმის „დინამო" არიან. ელიგის მორიგი, მე-20 ტური 9,10 და 11 აგვისტოს არის ჩანიშნული.

 


სკ „თელავის" ფოტო