ბილეთები გაყიდულია, „დინამო არენა“ მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება
ბილეთები გაყიდულია, „დინამო არენა“ მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება
04.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის დასრულებისთანავე, საქართველოს მთავარი სტადიონი, სექტემბრის თამაშებისთვის მზადებას შეუდგა. „დინამო არენის" საფარს, რომლითაც სათამაშო მოედანი კონცერტის მსვლელობისას იყო დაცული, პირველს გაუკეთდა დემონტაჟი, ხოლო მინდორზე პასუხისმგებელმა პირებმა კი, სათამაშო მოედნის რეაბილიტირება დაიწყეს. ამ მიზნით, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, „დინამო თბილისი", რომელიც წელს, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ზეიმობს, აგვისტოს თამაშებს ასეთი კი, ორი უწევს, „სამგურალთან" და „გარეჯთან" თბილისშივე, მიხელი მესხი 2-ზე გამართავს.


რაც შეეხება სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის, რომელსაც ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 და 7 სექტემბერს, თურქეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს, „დინამო არენის" შესაბამისი სამსახურების განმარტებით, სრულ მზადყოფნაში იქნება. დრო, რომელიც მოედანს სჭირდება აღსადგენად, სექტემბრის თამაშებამდე, სრულიად საკმარისია.


რაც შეეხება სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის, რომელსაც ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 და 7 სექტემბერს, თურქეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს, „დინამო არენის" შესაბამისი სამსახურების განმარტებით, სრულ მზადყოფნაში იქნება.


მანამდე კი, დღეს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 4 სექტემბრის თამაშის ყველა ბილეთი, რომელთა რეალიზებაც დღეს დაიწყო, თბილისური სიცხისა და თუნდაც, აქედან გამომდინარე, ქართული სიზარმაცის მიუხედავად, 3 საათსა და 30 წუთში გაიყიდა.


ფოტო გადაღებულია 28.07.2025


აქვე გეტყვით, რომ მეორე საშინაო მატჩისთვის, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ, ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.


და ბოლოს, შეგახსენებთ, სფფ-ს მინიშნებას, რომ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები, ამასთან ფედერაცია ბილეთის ყველა მფლობელს სთხოვს დაიცვას სტადიონზე ქცევის წესები!