სექტემბრიდან, ახალგაზრდული ახალ ციკლს იწყებს
სექტემბრიდან, ახალგაზრდული ახალ ციკლს იწყებს
03.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის პირველი შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყება და ბუნებრივია, ქართულ საფეხბურთო ელიტას მონატრებული გულშემატკივარიც, რომელიც გამონაკლისად ეროვნული ნაკრების მოიცლის ხოლმე მარტო, ბილეთების გრძელ ონლაი-რიგებში ჩაგდება. თუმცა, ცოტას თუ გაახსენდება, რომ სწორედ ამ პერიოდში, 1 სექტემბრიდან დაიწყებს შეკრებას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები და თანაც, გადახალისებული შემადგენლობით - სხვა რგოლს რომ არ შევეხოთ, მხოლოდ მეკარეებიდან, რომლებიც 2 თვის წინ სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ, ნაკრებში (ასაკიდან გამომდინარე) მხოლოდ, მიხეილ მაქაცარია რჩება...


რამაზ სვანაძის გუნდი კი, 2027 წლის ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპზე იწყებს ასპარეზობას, რომელის ფინალურ ეტაპსაც სერბეთი და ალბანეთი უმასპინძლებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები F ჯგუფში მოხვდა გერმანიის, საბერძნეთი, ჩრდ. ირლანდიის, ლატვიისა და  მალტას ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად. რამაზ სვანაძის გუნდი, პირველ შეხვედრას, 9 სექტემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ჩრი. ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების განრიგი აღნიშნული შესარჩევისთვის ასე გამოიყურება:


2025 წელი

9 სექტემბერი / საქართველოს - ჩრდ. ირლანდია

10 ოქტომბერი / ლატვია  - საქართველო

14 ოქტომბერი / მალტა - საქართველო

14 ნოემბერი / საბერძნეთი - საქართველო

18 ნოემბერი / საქართველო - გერმანია


2026 წელი

27 მარტი / საქართველო - ლატვია

31 მარტი / საქართველო - მალტა

26 სექტემბერი / საქართველო - საბერძნეთი

1 ოქტომბერი / ჩრდ. ირლანდია - საქართველო

6 ოქტომბერი / გერმანია - საქართველო


აქვე გეტყვით, რომ მასპინძლის სტატუსის რანგში, ალბანეთი და სერბეთი, ჩემპიონატში ავტომატურად მიიღებენ მონაწილეობას. მათ გარდა 9 ჯგუფში ევროპის 2021 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის 14 საგზური გათამაშებდა. 9 ჯგუფიდან, ევროპის ჩემპიონატის საგზურებს, პირველ ადგილზე გასული და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდი მოიგებს. დანარჩენი ოთხი საგზურისთვის კი, ჯგუფის მეორე ადგილოსნები ფლეი-ოფში, 2026 წლის 9-17 ნოემბრის პერიოდში იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის 2027 წლის 21-წლამდეთ ჩემპიონატზე, ისევე, როგორც ეს 2023 წელს იყო და მაშინ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სულ ცოტა დააკლდა მოხვედრილოყო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, კვლავ გათამაშდება ზაფხულის, ამჯერად, 2028 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებიც.


ასე, რომ „ჩიტი ბდღვნად" ღირს და ამიტომ, ქართველ ქომაგსაც, გასვლებზე თუ არა, ყველა საშინაო თამაშზე, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.