„ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ბარიერი დაძლია
„ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ბარიერი დაძლია
02.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს მოქმედმა ჩემპიონთა ქალთა შორის, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოახერხა. გურულებმა რამდენიმე წუთის წინ, კოსოვოში ჩრდ. ირლანდიური  „ქლიფტონ ვილი" 2-1 დაამარცხეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ


განსხვავებით კაცთა ჩემპიონთა ლიგიდან, ქალთა გათამაშება განსხვავებული ფორმატით ტარდება. გუნდები, რამდენიმე ჯგუფში არიან გადანაწილებული და ჯგუფის გამარჯვებული მინი-ტურნირების შედეგებით ირკვევა. აქაც, ფორმატი განსხვავებულია, ჯგუფებში არიან 4-4 გუნდი, რომელიც თამაშობენ 1/2 ფინალებს, აქ გამარჯვებულები კი, ჯგუფის მოსაგებად იბრძვიან. მინი-ტურნირები, ერთ-ერთი მონაწილის ქალაქში იმართება. ჩვენ, 3-გუნდიან ჯგუფში მოვხვდით და გუნდის კოეფიციენტიდან გამოდინარე, ის განთესილი გუნდი აღმოვჩნდით, რომელსაც მხოლოდ, ფინალში თამაში მოუხდა. „ლანჩხუთთან" შეხვედრამდე, ჩრდ. ირლანდიელებმა, მასპინძელი გუნდი დაძაბულ ორთაბრძოლაში, ბოლო წუთებში დაამარცხეს. მაშინ, კუთხურიდან ორი გული გაიტანეს.


თუმცა, დღეს, ქართული გუნდის მეტოქემ, საერთო ჯამში, მხოლოდ ორი კუთხური ჩააწოდეს და ისიც პირველი ტაიმის საწყის ნახევრ საათში. ორი კუთხური ჩააწოდა „ლანჩხუთმაც". ზოგადად, პირველი ტაიმი ჩრდ. ირლანდიელების მცირე უპირატესობით წარიმართა. ჩვენებს, რომლებსაც საერთაშორისო სპარინგის პრაქტიკა არ ჰქონდათ პრიშტინაშიც ახალი ჩასულები იყვნენ, ბუნებრივია სჭირდებოდათ მცირედი აკლიმატიზაცია. რეალურად, ჩვენებმა კარის ჩარჩოს მიმართულებით პირველად მხოლოდ, თამაშის დაწყებიდან 28-ე წუთზე დაარტყეს. ანანო წიქარიძეს ჰქონდა, გოლის გატანის მცდელობა. აი, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, გიორგი  ჩხაიძის გუნდმა, სტატისტიკა საკმაოდ გამოასწორა. 55-ე წუთზე კი, ანანო წიქარიძემ ანგარიში გახსნა. ზუსტად ერთ წუთში, 56-ე წუთზე, ქალთა ლიგის კიდევ ერთმა ბომბარდირმა, ეთერ სულაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ბუნებრივია, რომ მოწინააღმდეგე, რომელმაც მინი-ტურნირის მასპინძელს, 1/2 ფინალში სწორედ, ბოლო წუთებში დაუტრიალა თამაში, იმავეს გაკეთებას დღესაც შეეცდებოდა. თუმცა, კოსოვოლებისგან განსხვავებით, ჩხაიძის გუნდმა ეს დეტალი კარგად გათვალა. მიუხედავად ამისა, გოლი მაინც გავუშვით. 90-ე წუთზე მეიგეემ გაგვიტანა. დამატებული კი, 5 წუთი იყო, რომელიც საბოლოოდ, ჩვენი შეტევის ფონზე, მე-6 წუთზე დასრულდა.


„ლანჩხუთი" გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც გურულები, კარგად ნაცნობ კლუბს, უკრაინულ „ვოსრკლას" დაუპირისპირდებიან. გემახსოვრებათ, ჩვენები, ერთ-ერთ გათამაშებაში სწორედ, პოლტავის გუნდმა გამოთიშა ასპარეზობას, ასე, რომ რევანშის დროა. შეხვედრა 27 აგვისტოს გაიმართება. ამავე დღეს, ამ ჯგუფის მეორე 1/2 ფინალში ლიეტუვას „გინტრა", რუმინულ „ფარულ კოსტანტას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.


ჯგუფის ფინალი 30 აგვისტოს არის ჩანიშნული. ფინალში გამარჯვებული, ქალთა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა. რაც შეეხება მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მინი ტურნირის ფინალისტს, ის ასპარეზობას უეფა-ს ქალთა ახალ ტურნირზე, ქალთა ევროპა თასზე გადაინაცვლებს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გააგრძელებს ასპარეზობას. საინტერესოა, რომ განსხვავებით პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ამ მინი ტურნირზე გათამაშდება მესამე ადგილიც. აი, მესამე ადგილზე გასული გუნდი კი, ასევე უეფა-ს ახალ ტურნირზე გადაინაცვლებს, მხოლოდ, მთავარ ბადეში მოსახვედრად, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს ასპარეზობა.


უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს, საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი" ლიეტუვაში ჩაატარებს.


ქსკ "ლანჩხუთის" ფოტო