„ლანჩხუთის“ მეტოქე ჩრდილო ირლანდიური ,,კლიფტონვილ ლედი" არის
„ლანჩხუთის“ მეტოქე ჩრდილო ირლანდიური ,,კლიფტონვილ ლედი" არის
30.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა შორის ფეხბურთში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი", გამთენიისას კოსოვოში გაემგზავრება, სადაც უეფა-ს ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყებს ასპარეზობას. ჩვენი გუნდი, ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილ ლედი"-ს დაუპირისპირდება, რომელმაც ჯგუფური ეტაპის 1/2 ფინალში, ადგილობრივი „მიტროვიცას" დამარცხება, ანგარიშით 1-3 მოახერხა და ჯგუფის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.


პრიშტინაში, თამაშში გამარჯვებული, რომელიც 2 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა, სადაც უკვე ცნობილია, რომ ჩვენთვის, კარგად ნაცნობ უკრაინულ „ვორსკლა პოლტავას", 27 აგვისტოს დაუპირისპირდება. სხვათა შორის გიორგი ჩხაიძის გუნდი „ვორსკლას" 2022 წელს, უეფა-ს ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და დიდი ანგარიშით 5-0 დამარცხდა.


უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ, ქართული კლუბი განთესილ კლუბებს შორის მოხვდა (21 კლუბს შორის 12 განთესილი და 9 განუთესავი კლუბი იყო) და ამასთან, რეიტინგით ჩვენები მე-4 ნომრად აღმოჩნდნენ და პირველ შესარჩევ საკვალიფიკაციო ეტაპზეც, შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობით ისარგებლებს.


დეტალურად იხილეთ ბმული


საქმე ისაა, რომ „ლანჩხუთი", რომელიც წილისყრის შემდეგ 3-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, პირდაპირ, ჯგუფური საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის ფინალში იასპარეზებს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩრდილო ირლანდიელები, რომლებსაც გრძელი გზისა და აკლიმატიზაციის ბარიერი გადალახული ექნებათ, ამასთან კარგად გავარჯიშებულებიც იქნებიან, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მცირე უპირატესობით ისარგებლებენ.


რაც შეეხება ქართულ კლუბს, რომელმაც ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, მეორე ადგილით დაასრულა და წესით, კარგ კონდიციაშიც უნდა იყოს, მცირე დანაკლისი მაინც აქვს - ბოლო ტურის შემდეგ, „ლანჩხუთის" დატოვება, გუნდის გამოცდილ მცველს, მარიამ კალანდაძეს მოუხდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუნდში არის კიდევ რამდენიმე დანაკლისი. ასე, რომ გურულებს მაქსიმალური კონცენტრირება და მოედანზე საბრძოლო განწყობით გასვლა მოუწევთ.