
უკვე მეორედ, ქართველი მთამსვლელები ჭაუხის სრული ტრავერსის (11 მწვერვალი) გავლას მეორედ ახერხებენ. ამჯერად საპირისო მიმართულებით მწვერვალ თიკანაძედან, მწვერვალ ჯავახიშვილის მიმართულებით.
„ჭაუხის სრული ტრავერსი. 9 ნაცნობი და 2 უცნობი მწვერვალი. 3 დღე, ანუ 2 ღამისთევა. მე და Popo-მ, 25-27 ივლისს გავიარეთ ჭაუხის მასივის სრული ტრავერსი, მწ. თიკანაძიდან მწ. ჯავახიშვილის მიმართულებით. მარშრუტი მივუძღვენით არჩი ბადრიაშვილს, მეგობარს, რომელმაც ერთადერთმა, თანაც მარტომ (სოლო) იარა ჭაუხის ტრავერსი 2015 წელს მწ. ჯავახიშვილიდან, მწ. თიკანაძის მიმართულებით. განსაკუთრებული მადლობა ჩემს დას, წყლის მარაგის შევსებისთვის და კავშირზე ყოფნისთვის", - წერს თემო სამსონაძე, საკუთრ სოციალურ ქსელში.
Popo, იგივე სოფო ჭელიძე ამ ტრავერსის შემდეგ, არის პირველი ქალი, ვინც ჭაუხის სრული ტრავერსი გაიარა და ამ ტრავერსის გავლა, პირველად წყვილში, თემო სამსონაძესთან ერთად მოახერხა.
ტექნიკურად ურთულესი, მაღალი დონის შესრულებაა. ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურად მაღალი დონის ორ ქართულ ასვლას გამოვყოფდი:
ერთია გიორგი ტეფნაძის, ბაქარ გელაშვილისა და თემურ ქურდიანის მიერ ჭაუხის რეგიონში - ასათიანის მწვერვალზე (საჯიხვეების კლდეები) აღმოსავლეთ კედელზე - გავლილი ახალი მარშრუტი. კავკასიური შეფასებით, ეს არის 5B კატეგორიის მარშრუტი, რომელიც ერთი ღამისთევით შესრულდა.
მეორე - სოფო ჭელიძისა და თემო სამსონაძის მიერ 2025 წლის 25-27 ივლისს შესრულებული ჭაუხის ზემოთხსენებული ტრავერსი, რომელიც ასევე 5B კატეგორიისაა.
ასვლა მიეძღვნა არჩილს - როგორც მეგობარს და როგორც ადამიანს, რომელმაც 2015 წელს ჭაუხის სრული ტრავერსი (ჯავახიშვილი-თიკანაძე, სულ 11 მწვერვალი) პირველად და მარტომ, 31 საათში გაიარა.
აჩიმ იცოდა, რომ სოფო ამ ასვლას გეგმავდა და მთელი გულით, დიდი ენთუზიაზმით გულშემატკივრობდა.
თემოს და სოფოს პოსტი:
ბიჭების ახალი გზის ასვლის პოსტი:
ფოტოები ექსპედიციიდან