ქართველი ქალი მსაჯები ქალთა ევროტურნირების მატჩებს განსჯიან
ქართველი ქალი მსაჯები ქალთა ევროტურნირების მატჩებს განსჯიან
30.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე, ქართველი ქალი მსაჯების დანიშვნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.


"ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მოემსახურებიან. 30 ივლისს, ლუქსემბურგის "რასინგი უნიონისა" და ათენის "აეკის" შეხვედრის მთავარი მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იქნება, ხოლო პირველი ასისტენტი სოფიკო რიჟამაძე.


2 აგვისტოს, ამავე საკვალიფიკაციო ჯგუფის ნახევარფინალურ შეხვედრაში სოფიკო რიჟამაძე მეორე ასისტენტი იქნება, ხოლო მზევინარ შარაშანიძე - მეოთხე მსაჯი", - ნათქვამია სფფ-ის საინფორმაციო წერილში. 


ორივე შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.