ჟოაო პინიეირო უეფა-ს სუპერ თასის ფინალს განსჯის
ჟოაო პინიეირო უეფა-ს სუპერ თასის ფინალს განსჯის
30.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს 2025 წლის სუპერ თასის ფინალს, რომელიც, იტალიურ უდინეში Stadio Friuli-ზე, 13 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება, პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი  კი, პსჟ-სა და „ტოტენჰემის" დაპირისპირებისას ჟოაო პინიეირო იქნება.


37 წლის პორტუგალიელი, უეფა-ს მიერ გავრცელებული საინფორმაციო წერილის თანახმად, საერთაშორისო შეხვედრებს 2016 წლიდან  ემსახურება და საერთო ჯამში, უეფა-ს ეგიდით გამართულ 68 შეხვედრაზე, ძირითადად საკლუბო ჩემპიონატებზე და საერთაშორისო მატჩები განსაჯა. 2024-25 წლების სეზონზე პორტუგალიელი ხუთ შეხვედრას მოემსახურა, მათ შორის იყო უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე ნახევარფინალი „ჩელისა" და „იურგორდენს"  (1-0) შორის გაიმართა.


ის, ასევე იყო მეოთხე მსაჯი, უეფა-ს 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რომელშიც პსჟ-მ, „ინტერი" 5-0 დაამარცხა.


მატჩის მომსახურე მსაჯები:

მსაჯი: ჟოაო პინიეირო პორტუგალია

დამხმარე მსაჯები: ბრინო ჟესუსი და ლუჩანო მაოა (ორივე პორტუგალია)

მეოთხე მსაჯი: ელჩინ მასიევი (აზერბაიჯანი)

VAR: ტიაგო მარტინსი (პორტუგალია)

დამხმარე VAR: ფაბიო მელო (პორტუგალია), პოლ ვან ბოკელი (ნიდერლანდები)


სხვათა შორის, ამ შეხვედრაში, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის, კიდევ ერთი მსაჯია კარად ნაცნობი - მართალია, ის ამ ჯერზე მხოლოდ მეოთხე მსაჯის ფუნქციას შეასრულებს, თუმცა, ელჩინ მასიევი, მეზობელი აზერბაიჯანიდან, 17 ივნისს, ტრენჩინში გამართული საქართველოსა და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრიდან, კარგად უნდა გვახსოვდეს.


ფოტო: (c) UEFA.com