
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999"-ი, უეფა-ს ევროტურნირებს საბოლოოდ გამოეთიშა. ლევან კორღალიძის გუნდმა, დღეს გაუსაძლის სიცხეში, თბილისში, მიხეილ მესხზე ითამაშა და ცუდადაც არა. შეიძლება ითქვას, მიმდინარე ევროტურნირზე, ეს ქართული გუნდის ერთ-ერთი კარგი თამაში იყო, თუმცა, უეფა-ს კონფერენს ლიგის მომდევნო, მესამე ეტაპზე გასასვლელად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, რეალურად მიმდინარე ევროტურნირებზე ჩატარებული ოთხი (უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და კონფერენს ლიგა გვაქვს მხედველობაში) მატჩიდან, პირველი ქულები დღეს აიღო. ლევან კორღალიძის გუნდმა, ესტონეთის ჩემპიონ „ლევადიასთან" ამჯერად ფრედ, 2-2 ითამაშა.
უნდა ითქვას, რომ შეხვედრა ქართველთა გუნდის უპირატესობით წარიმართა, თუმცა, საგრძნობი ხარვეზების ფონზე, რა დროსაც გიორგი მაკარიძის „კლასმა" გადაგვარჩინა. ამ ხარვეზებს კი, ბოლო ფაზა აკლდებოდა - ფეხბურთელები ან ჩქარობდნენ, ან ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებდნენ საკუთარ თავზე, ამ დროს, შესაძლოა გუნდურობას, რიგ მომენტებში, უფრო მეტი შედეგი მოეტანა. უეფა-ს ოფიციალური გვერდის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, კარის მიმართულებით, „იბერიას 1999"-ს 21-ჯერ ჰქონდა დარტყმული, აქედან ჩარჩოში 7-ჯერ. აი, ესტონელებს კი, მხოლოდ 3-ჯერ, საიდანაც კარის ჩარჩოში, მათ მიერ, მეორე ტაიმის სტარტზე პირველივე დარტყმული გოლი აღმოჩნდა (!). ანგარიში, საპასუხო შეხვედრაში კარლოს ტორეს რამირეზმა გაგვითანაბრა, ორი შეხვედრის ჯამში კი, კვლავ „ესტონური" კლუბი დააწინაურა და „იბერია 1999"-ი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.
ანგარიში კი, მე-40 წუთზე გურამ გოშთელიანმა გახსნა. თბილისელებმა, მატჩის მიწურულს მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 87-ე წუთზე, სტუმართა გუნდის მეკარეს, რომელიც საკმაოდ გამორჩეული იყო „ლევადიაში" შეცდომა დააშვებინეს. დერეკ აგიაკვამ გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. აქ, რა დასამალია და სტუმრები, უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ. საბოლოოდ, 109-ე წუთზე, კირსმა დღევანდელ შეხვედრაში, კიდევ ერთხელ გაათანაბრა. „იბერია 1999"-შეეცადა თამაში პენალტებამდე მიეყვანა, თუმცა, სწორედ ამ მომენტში იჩინა თავი, გაუმართლებელმა ინდივიდუალიზმმა. თამაში კი, დასრულდა ფრედ, 2-2, თუმცა, ამ საყაიმო ანგარიშით, ესტონურმა კლუბმა იხეირა, რადგან ორი შეხვედრის ჯამში 2-3 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ფოტო: „იბერია 1999"