
უეფა-ს სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. შეხვედრა, რომელიც იტალიურ უდინეში Stadio Friuli-ზე გაიმართება და რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ, ევროპა ლიგის გამარჯვებულს „ტოტენჰემს" დაუპირისპირდება 13 აგვისტოს არის ჩანიშნული. უეფა-ს ოფიციალური გვერდის ცნობით, ამ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ფეხბურთის მოყვარულებს სამი კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ. ყველაზე იაფი მესამე კატეგორიის ბილეთების ფასი, 30 ევრო იქნება. 80 ევრო ეღირება მეორე კატეგორიის ბილეთები. რაც შეეხება პირველი კატეგორიის ბილეთებს, მათი ფასი, 130 ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ 30 ევრო ეღირება ბილეთები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც მესამე კატეგორიის ბილეთის ფასის იდენტურია - აქ, უეფა ერთ მინიშნებასაც აკეთებს. შშმ პირების თანმხლებ პირს შეუძლია ბილეთი უფასოდ მოითხოვოსო.
არსებობს ბილეთების კიდევ ერთი კატეგორია, ე.წ. Prime Seats, რომელიც პირველი კატეგორიის ბილეთების ადგილებთან სიახლოვეში მდებარეობს და მათი ფასი 350 ევრო ღირს.
ბილეთები UEFA.com-ის პლატფორმიდან ცოცხალი რიგის პრინციპით გაიყიდება და ყველა მყიდველს, 2-2 ბილეთის შეძენა შეეძლება. საერთო ჯამში, 22500 ბილეთი გაიყიდება, რომელიც პროპორციულად განაწილდება, კლუბების ქომაგებისა და ნეიტრალური გულშემატკივრისთვის. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, 17200 ბილეთია გათვლილი.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ბილეთების გაყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც პსჟ-სა (5800 ბილეთი) და „ტოტენჰემის" (4700 ბილეთი) გულშემატკივარმა, ზემოთხსენებული კატეგორიების მიხედვით, თამაშზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს.
ყველა ვინც მოახერხებს ბილეთის შეძენას, მათ UEFA Mobile Tickets app-ის მეშვეობით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებს. ბილეთის მფლობელებმა, ამისთვის უნდა ჩამოტვირთონ ზემოთხსენებული აპლიკაცია, რომელიც Android-სა და iPhone-ის მომხმარებელს უფასოდ შეუძლიათ. გულშემატკივარს, სწორედ ამ აპლიკაციიდან შეეძლება ჩამოტვირთოს, გადაცვალოს, შეინახოს ან გადასცეს სტუმარს ბილეთი, ნებისმიერ დროს, iOS/Android სმარტფონით.
აქვე უეფა აკეთებს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, გულშემატკივრისთვის მათთვის სასურველ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება, UEFA.com -ზე შეეძლება.
და ბოლოს უეფა-ს სუპერ თასზე დასასწრები ბილეთები მკაცრად წესებისა და პირობების დაცვით იყიდება და კრძალავს ნებისმიერ არა ავტორიზებულ გაყიდვას, გადაცემას და ასეთ შემთხვევაში უფლებას იტოვებს ბილეთის გააუქმოს. შესაბამისად, უეფა ავალდებულებს ბილეთის ყველა მფლობელს დაიცვას აღნიშნული წესები. უეფა აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ყველა ონლაინ გაკეთებული განაცხადი გადამოწმდება შესაბამისი ორგანოების მიერ, რათა იმ პირებმა, რომლებსაც საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აკრძალული აქვთ, ვერ მოახერხონ სტადიონზე მოხვედრა. და ბოლოს, უეფა-ს 2025 წლის სუპერ თასზე მატჩზე დასასწრები ბილეთები, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, გულშემატკივარმა უნდა შეიძინოს ავტორიზებული, ოფიციალური ვებ-გვერდიდან UEFA.com-დან. მხოლოდ, ამ შემთხვევაში გულშემატკივარი იქნება დაცული და მოხვდება სტადიონზე. სხვა, არა ავტორიზებული სააგენტოებიდან და ვებ-გვერდებიდან შეძენილი ბილეთი იქნება არა ვალიდური და შესაბამისად, იმ ბილეთით, გულშემატკივარი სტადიონზე შესვლას და მატჩზე დასწრებას ვერ მოახერხებს.
ფოტო: (c) Tullio Puglia - UEFA/UEFA via Getty Images