
11 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, სინგაპურში რიგით 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს საწყლოსნო სახეობებში, რომელთაგან ერთში, მხატვრულ ცურვაში, ასპარეზობა უკვე დასრულდა. სწორედ, ამ შეჯიბრში, ქართველმა მხატვრულმა მოცურავეთა ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. წლის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ და მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 50-ს აღწევდა, სოლო პროგრამით (ტექნიკური და თავისუფალი) მარია ალავიძე, ხოლო დუეტებში (ტექნიკური, თავისუფალი პროგრამები) ასევე მარია ალავიძე, ნიტა ნათობაძე და თეკლა გოგილიძე გამოვიდნენ.
მარიამ, ტექნიკური სოლო ტექნიკურ პროგრამის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 232.08 ქულით, მე-13 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და შესაბამისად, ფინალის მიღმა დარჩა. თუმცა, ქართველმა, წარმატებით იასპარეზა სოლო თავისუფალი პროგრამაში, საკვალიფიკაციო გამოსვლაში 213.26 ქულა დააგროვა და ფინალში გადავიდა. ფინალში კი, მარიამ, მოხერხა უფრო უკეთესად გამოსვლა და საბოლოოდ, 220.94 ქულით, მე-9 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
მომდევნო დისციპლინაში, თავისუფალი დუეტი, მარია ალავიძისა და ნიტა ნათობაძეს დუეტმა 218.33 ქულით მე-16 ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა. რაც შეეხება ჩვენს კიდევ ერთ დუეტს, თეკლა გოგილიძესა და ნიტა ნათობაძეს, მათ ტექნიკური დუეტი დისციპლინაში იასპარეზეს და 229.91 ქულით, 26-ე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენს გოგონებს, მანანა ჩანქსელიანი და ლიკა ბოკერია წვრთნიან.