ქართველმა ნიჩბოსნებმა პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულეს
ქართველმა ნიჩბოსნებმა პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულეს
27.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, პორტუგალიაში, მონტემორ-ო-ველჰოში ჯერ კიდევ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში იუნიორებსა და 23 წლამდე შორის, ასპარეზობა დაასრულა ქართული გუნდის ბოლო წარმომადგენელმა მანანა პეტრიაშვილმა.


ქართველმა ნიჩბოსანმა ქალმა, იუნიორებს შორის, 200 მეტრზე C1 კლასში, B ფინალში იასპარეზა და საბოლოოდ, 51.79 (+2.38) შედეგით მე-9 ადგილს დასჯერდა.


შეგახსენებთ, რომ K1 (200 მ) დისციპლინაში, 23-წლამდეთა შორის, ასევე B ფინალში იასპარეზა ნიკოლოზ ოდიშელიძემ და ასპარეზობა მე-7 (36.23 / +0.82) ადგილით დაასრულა.


23-წლამდეთა შორის A ფინალში იასპარეზა ალექსანდრე წივწივაძემ, როგორც 200, ასევე 500 მეტრიან დისტანციაზე C1 დისციპლინაში და შესაბამისად, მე-8 ( 43.83 / +3.12) და მე-9 (2:33.08 / +38.76) ადგილით დაასრულა ასპარეზობა. 


ბუნებრივია, ეს შედეგი, როგორც წივიწივაძისთვის, ასევე, ნოჩბოსნობის ქართველი გულშემატკივრისთვის, ცოტა მოულოდნელია, თუმცა, ალექსანდრე ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ბუნებრივია, მისი მნიშვნელოვანი სტარტები, ისევე როგორც, ნიკოლოზისთვის და მანანასთვის, ჯერ წინაა.  


შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატმა სტარტი 23 ივლისს აიღო და დღეს, 27 ივლისს დასრულდება.