წივწივაძემ მე-8 შედეგით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი
წივწივაძემ მე-8 შედეგით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი
26.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

ხვალ, 27 ივლისს, პორტუგალიაში, იუნიორებსა და 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდება კანოე სპრინტში. შეგახსენებთ, რომ ტურნირში, რომელშიც 60 ქვეყნის 800-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოს 3 სპორტსმენით (ალექსანდრე წივწივაძე, ნიკოლოზ ოდიშელიძე და მანანა პეტრიაშვილი) იყო წარმოდგენილი.


დღეს, C1 (200m) A ფინალში, 23-წლამდე მონაწილეთა შორის, ალექსანდრე წივწივაძემ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, ქართველმა დისტანცია 43.83 წამში დაფარა და გამარჯვებულს +3.12 ჩამორჩა. ეს კი, მხოლოდ მე-8 შედეგი აღმოჩნდა.


დღესვე, იუნიორ  გოგონათა შორის, C1 (200m) 1/2 ფინალში იასპარეზა მანანა პეტრიაშვილმა, რომელმაც გაცურვისას 50.13              (+2.16) აჩვენა და მეშვიდე ადგილით, B ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც ხვალ დილით, თბილისის დროით, 12:00 საათზე დაიწყება.