
დღეს გერმანიაში, რაინ-რურის რეგიონში, მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში პირადი ასპარეზობა დასრულდა ჯუდოში. ქართულმა გუნდმა, რომელი შეჯიბრში 10 ჯუდოკის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა, ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა. აქედან ერთი ბრინჯაოა, სამი კი, ვერცხლი.
ქართული გუნდიდან პირველი მედალი ზაურ დვალაშვილმა მოიგო. -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, ფინალამდე კვიპროსელი, ლიბანელი, უკრაინელი და ამერიკელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონელ კაიტო ამონოსთან დამატებით დროში გაშვებული იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მეორე ქართველი, რომელმაც ფინალში მოახერხა გასვლა, -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა ხარაზაშვილია, რომელმაც ფინალამდე ოთხივე შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა, თუმცა ფინალში პოლონელ მაიკლ ედრეჟევსკითან დამარცხდა და ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახლოს იყო ოქროსთან გამოცდილი საბა ინანეიშვილიც.+100 კგ წონაში მოასპარეზე ქართველმა მეზობელ აზერბაიჯანელ მეტოქესთან იპონით მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო. შემდეგ, უზბეკი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა. თუმცა, სამწუხაროდ, ფინალში იაპონელ იუტა ნაკამურას დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
იაპონელ მიკი მუკუნოკის გადაეყარა ქართველი მძიმეწონოსანი ქალი სოფო სომხიშვილი 1/2 ფინალში და სამწუხაროდ დამარცხდა. თუმცა, სოფომ, მოახერხა მობილოზება და ბრინჯაოს ფინალში, ყაზახი აკერკე რამაზანოვა იპონით დაამარცხა. მანამდე ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ქალმა პირველ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე ალიფია დაშკინა დაამარცხა, შემდეგ კი, პოლონელ კინგა ვორშაკს შეხვდა და მოუგო.
საქართველოს ჯუდოკათა ნაკრების შემადგენლობა (ყველა შედეგი):
-57 კგ ნინო ლოლაძე
-70 კგ მარიამ ჭანტურია
+78 სოფიო სომხიშვილი
-60 კგ ლუკა მოდებაძე
-66 კგ ხვიჩა გაფრინდაშვილი
-73 კგ თენგო ზირაქაშვილი
-81 კგ ზაურ დვალაშვილი
-90 კგ აკაკი ჯაფარიძე
-100 კგ ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ საბა ინანეიშვილი