ხვალ წივწივაძე ფინალშია და მედლის მოგებას შეეცდება
ხვალ წივწივაძე ფინალშია და მედლის მოგებას შეეცდება
25.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

პორტუგალიაში 23 ივლისიდან მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს კანოე სპრინტში იუნიორებსა და 23 წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველო სამი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. 60 ქვეყნის 800 სპორტსმენს შორის ჩვენს გუნდს ალექსანდერ წივწივაძე, ნიკოლო ოდიშელიძე და მანანა პეტრიაშვილი წარმოადგენენ.


მონტემორ-ო-ველჰოში 60 ქვეყანასა და 800-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს ნაკრების 3 სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე C1 (500m / 200m), ნიკოლოზ ოდიშელიძე K1 (200m / 500m) და მანანა პეტრიაშვილი C1 (500m / 200m) ასპარეზობენ.


აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე წივწივაძემ ორივე დისტანციაში 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა. ამის შემდეგ, ქართველმა უკვე გზა ფინალებისკენ გაიკვლია. დღეს 1/2 ფინალურ გაცურვაში,  23-წლამდეთა შორის, მან, 200 მეტრიანი დისტანციაზე 39.68 წამი აჩვენა და მეორე ადგილით ფინალში გავიდა, რომელიც ხვალ, 26 ივლისს, ჩვენი დროით 18:54 წუთზე არის ჩანიშნული. მანამდე კი, ალექსანდრემ 500 მეტრიან დისტანციის ფინალში იასპარეზა და 2:33.08  (+38.76) ნაჩვენები დროით, მხოლოდ მე-8 ადგილს დაჯერდა.


23-წლამდეთა B ფინალში იასპარეზა ნიკოლოზ ოდიშელიძემ K1 (200m) და მე-7 ადგილი დაასრულა ასპარეზობა.


იუნიორ ქალთა შორის ნახევარფინალში გავიდა მანანა პეტრიაშვილიც C1 (200m) დისტანციაზე და ხვალ, ფინალში გადასვლას შეეცდება. რაც შეეხება 500  მეტრიან დისტანციას, ქართველმა 2:27.95         (+21.63) ნახევარფინალურ გაცურვაში, მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.