გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგაზე გაიტანა
გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგაზე გაიტანა
25.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს 2025 წლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით გამოდიან ქართველთა კუბები. უეფა-ს ევროპა ლიგაზე, სტამბოლში უკრაინული „შახტარის" გამარჯვება მინიმუმ ერთი ღამე, თამაშის დასრულებიდან, თურქული მედიის განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდა. ლეგენდარული თურქი ფეხბურთელის არდა თურანის გაწვრთნილმა „შახტარმა" სტამბოლში, „ვადაფონ არენაზე" „ბეშიქთაში" 2-4 დაამარცხა. „ჩემთვის რთული იყო ამ სტადიონზე თამაში, მოხარული ვარ გამარჯვებით, მაგრამ ახლა ნეგატიურზე მინდა გავაკეთო კონცენტრირება. ფსიქოლოგიურ განწყობაზე არაფერს ვიტყვი, ვიტყვი, რომ კარგი თამაში გვგქონდა",  - ამბობს უკრაინელთა თურქი მწვრთნელი, რომლსაც მიაჩნია, რომ გამოცდილ „ბეშექთაშთან", მხოლოდ ორი ბურთის სხვაობით მოგებული შეხვედრა გაქვს და წინ საპასუხო თამაში, ბევრს არაფერს გიწყვეტს, მით უმეტეს, რომ მის გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია.  დღევანდელი შეხვედრის განაცხადში იყვნენ ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი, თუმცა, თამაშის საშუალება და ისიც მხოლოდ, მატჩის მიწურულს, გოჩოლეიშვილს მისცა.


გოლით დაიწყო სეზონი გიორგი ქვილითიამ, რომლის კვიპროსული „არისი" და უნგრული „პუშკაშ აკადემიის" შეხვედრაში, უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე  ხუთი გოლი გავიდა. კუნძულელებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსენეს. ათ წუთში კი, ქართველმა 11-მეტრიანი გაიტანა. ქვილითაიას მინდორზე ყოფნისას, კვიპროსული გუნდი 2-0-ს იგებდა, თუმცა, მე-60 წუთის შემდეგ, რაც გიორგი შეცვალეს, უნგრელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს. სამწუთიან მონაკვეთში, 87-ე და 81-ე წუთებზე, პატრიციო სტრონატომ დუბლი გაიფორმა. კვიპროსელებმა, 87-ე ედო სემედუმ „არისს" გამარჯვება მოუტანა. საბოლოოდ, ლიმასოლის გუნდმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ, მცირედი უპირატესობა მოიპოვა.