ვოლკოვისა და პაპუნაშვილის „ზირემ“ ფრე ითამაშა
ვოლკოვისა და პაპუნაშვილის „ზირემ“ ფრე ითამაშა
23.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა ბაქოში, 8 KM Stadion-ზე, რომელიც აზერბაიჯანულმა „ზირემ" ხორვატული სპლიტის „ჰაიდუკი" მიიღო და ფრედ, 1-1 ითამაშა.


მეზობელი აზერბაიჯანული გუნდის შემადგენლობაში, სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო გუნდის ორმა ლეგიონერმა, დავით ვოლკოვმა და გიორგი პაპუნაშვილმა. „ვოლკიმ" მინდორზე 79-ე წუთი გაატარა, რაც შეეხევა „პაპუნას" ის, მწვრთნელებმა სრულად დატვირთეს. სხვათა შორის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის 2 დამატებულ წუთზე, პაპუნაშვილი ახლოს იყო საგოლე გადაცემა ჩაეწერა, მის გუნდს კი, მნიშნელოვანი გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა, სწორედ ვოლკოვის ნაცვლად შესვლაზე შემოსული მურადოვის დარტყმული ძელს მოხვდა. ზოგადად, დღეს გიორგი კარგი თამაში ჩაატარა და რაღა დაგიმალოთ და ის, ფეხბურთელი გაგვახსენა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, რომელსაც წლების წინ, რომ არა ტრავმები, ქართული ფეხბურთი დიდ იმედებს უკავშირებდა.


ანგარიში კი, ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში 31-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძლები, კონატეს გოლით დაწინაურდნენ. თამაშშიც, ძირითადად მოახერხეს თამაშის გაკონტროლება, თუმცა, 68-ე წუთზე, მცველებს ხორვატთაგან კალიკი „გაეპარათ" და გოლიც გაუვიდათ.


საპასუხო შეხვედრას ქართველების აზერბაიჯანული გუნდი 31 ივლისს, ხორვატიაში გამართავს. შეხვედრა სპლიტში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


ფოტო: (c) Zire