
ქართული ლეგიონის „ევროპული" კვირა საკმაოდ საინტერესო იყო. ჩვენი ლეგიონერების კლუბები უეფა-ს ევროტურნირებზე ასპარეზობენ.
გურამ კაშიას „სლოვანმა" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს "ზრინსკის" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4-0 მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, მეორეში ამდენივე გოლით გაზარდა უპირატესობა და საპასუხო მატჩის წინ და ზოგადად ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო ეტაპზე სათამაშოდ, კარგი პლაცდარმი შეიქმნა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა ლაშა ოდიშარიას გუნდმა, თუმცა, „კაშოს" გუნდისგან განსხვავებით, „ოდიშას" RFS-ე, რიგის LNK Sporta Parks-ზე შვედურ „მალმეს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1-4 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი მატჩის განაცხადში იყო, თუმცა, მინდორზე არ გამოსულა.
„კაშოსა" და „ოდშას" გუნდები საპასუხო შეხვედრას ერთ კვირაში, 29 ივლისს ითამაშებენ.