
რამდენიმე დღეში, თბილისში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში, რომელშიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები მიიღებენ მონაწილეობას. ბუნებრივია, მონაწილეთა შორის იქნება ქართული გუნდიც, რომელიც საქართველოდან მედლის მოპოვებას 25 სპორტსმენი შეეცდება, რომელთა შორის არიან:
ხმალი კაცები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე, ვახტანგ არჩვაძე
ხმალი ქალები: ლიკა ჯიჯიეიშვილი, ალექსანდრა კუაევა, ანასტასია ასათიანი, ანასტასია ცანავა, ევა აჰამიანი
რაპირა კაცები: არჩილ უგულავა, დემეტრე კვანტალიანი, ანდრია ყიფიანი, ლუკა რამიშვილი
რაპირა ქალები: ლიზა თაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ნინო გუდამათიაშვილი,მარიამი ელიავა
დაშნა კაცები: ანზორ ალბრეხტი, სპარტაკ რაზმაძე, ლუკა კვანჭიანი, ლუკა ქათამაძე
დაშნა ქალები: თამილა მურიდოვა, ტატიანა სვანიძე, არინა სკოლიშევა, ბარბარე მებუკე
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 22-30 ივლისის ჩათვლით, სენიორებს შორის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილეობას ქართველი მოფარიკავეებიც მიიღებენ. ოფიციალურად, ტურნირის გახსნის ცერემონია 25 ივლისს, 17:30 საათზეა დაგეგმილი და დიდი ალბათობით, ამ დროს რამდენიმე გამარჯვებულის ვინაობაც უკვე ცნობილი იქნება.
აქვე გთავაზობთ ასპარეზობების განრიგს:
22 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა ქალები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
რაპირა კაცები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
23 ივლისი /10:00 საათი
დაშნა ქალები (პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
რაპირა კაცები(პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
24 ივლისი / 10:00 საათი
რაპირა ქალები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
ხმალი კაცები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
25 ივლისი / 10:00 საათი
ხმალი კაცები(პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
რაპირა ქალები (პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
დაშნა ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
რაპირა კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
26 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
ხმალი ქალები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
დაშნა ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
რაპირა კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
27 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
ხმალი ქალები (პირადი),T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
რაპირა ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
ხმალი კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
28 ივლისი /10:00 საათი
რაპირა ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
ხმალი კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
29 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
ხმალი ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
30 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
ხმალი ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
აქვე გეტყვით, რომ ტურნირზე დასასწრები როგორც დღიური ბილეთების, ისე აბონემენტის შეძენა biletebi.ge-ზე შეგიძლიათ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფოტო