გამოქვეყნდა ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების განრიგი

21.07.2025
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2028 წლის ლოს ანჯელესის XXXIV ოლიმპიური თამაშების საასპარეზო განრიგი გამოაქვეყნა.
პირველ საშეჯიბრო დღეს, 12 ივლისს, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე, დაგეგმილია მატჩები ბალახის ჰოკეიში, შვიდკაცა რაგბიში, კალათბურთში, წყალბურთში, ხელბურთში, კრიკეტსა და ფეხბურთში.
პირველი ჩემპიონი გამოვლინდება 15 ივლისს ტრიატლონში. ამავე დღეს მედლები გათამაშდება მძლეოსნობაში, სანიჩბოსნო სლალომში, ფარიკაობაში, ძიუდოში, შვიდკაცა რაგბიში და ტყვიის სროლაში. ოლიმპიური თამაშების დასკვნით დღეს, 30 ივლისს, ჩემპიონები გამოვლინდებიან მძლეოსნობაში, კალათბურთში, კრივში, ცურვაში, ველოსპორტში (ტრეკი), ფრენბურთში და ჭიდაობაში.
ლოს ანჯელესში 2028 წლის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 14-30 ივლისს.