IOC-მა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლები წარმოადგინა
IOC-მა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლები წარმოადგინა
22.07.2025
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, 2026 წლის მილანის და კორტინა დ'ამეპცოს ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლები დამზადდება გადამუშავებული მეტალისგან.


ოლიმპიურ ჯილდოების დამზადებაზე იზრუნებს იტალიის სახელმწიფო ზარაფხანის და პოლიგრაფიის ინსტიტუტი (IPZS). მედლები ჩამოისხმება მათივე საწარმოს ნარჩენებისგან, განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ინდუქციურ ღუმელში. მედლები შეიფუთება ეკოლოგიურად სუფთა მასალით, სადაც მინიმალურად იქნება გამოყენებული პლასტიკი.


„მედლები, რომლებიც ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების აღსანიშნად შევქმენით, წარმოადგენს იტალიური დიზაინის და ოსტატობის ბრწყინვალებას. თითოეული მათგანი უნიკალური ნახელავია და დიდი შრომისა და ინოვაციების შედეგია," - აცხადებს IPZS-ის პრეზიდენტი პაოლო პერონე.


მილანი და კორტინა დ'ამპეცო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2026 წლის 6-22 თებერვალს, ხოლო პარალიმპურ თამაშებს -  6-15 მარტს.