ხაზეინ რუსტამოვი რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშებს

22.07.2025
ავტორი: TSFF.Ge
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ხაზეინ რუსტამოვი ახალი სეზონიდან რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშებს, სადაც „კონსტანტას" ღირსებას დაიცავს.
„კონსტანტამ" რუმინეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ხაზეინ რუსტამოვი ბოლოს ბოსნიის ჩემპიონატის კლუბ „სლობოდა ტუზლაში" გამოდიოდა.
აქვე, ხელბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ რუსტამოვმა, რომელიც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო, ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.





ჩვენ







