
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში, ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე იმყოფება, რომელიც გუშინ, ოფიციალურ სტარტებამდე ერთი დღით ადრე საზეიმოდ გაუხსნა. ფესტივალი, 21-იდან 26 ივლისის ჩათვლით, სპორტის 15 სახეობაში ჩატარდება და მასში, 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა ასაკიც 14-18 წელია.
საქართველო, აღნიშნული 15 სახეობიდან, საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
შეჯიბრებების ძირითადი ნაწილი სკოპიეში გაიმართება, რამდენიმე სპორტის სახეობაში კი ქალაქ კუმანოვოში (კალათბურთი, საგზატკეცილო და სამთო ველოსპორტი), მხატვრულად ტანმოვარჯიშეები კი, ხორვატიის ქალაქ ოსიეკში იასპარეზებენ.
დღეს, 21 ივლისის, ფესტივალის პირველ საასპარეზო სტარტზე საქართველოს ნაკრები გუნდიდან შვიდმა სპორტსმენმა იასპარეზა. ბადმინტონის ტურნირში დანიელ ვაგარშაკიანმა და ქეთევან წამალაიძემ მიიღეს მონაწილეობა. სეოკ-ის ვებ-გვერდის ცნობით, დანიელ ვაგარშაკიანმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე ესპანელი იყო. მეტოქემ ორ სეტში გაიმარჯვა, 21-10 და 21-11. რამდენიმე საათის შემდეგ დანიელი გერმანელ მეტოქეს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრაც მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა, 5-21 და 11-21. დანიელს, ჯგუფში კიდევ ორი მატჩი აქვს დარჩენილი, რომელსაც ხვალ გამართავს. ქეთევან წამალაიძე უნგრელ მოწინააღმდეგესთან 6-21 და 4-21 დამარცხდა. ხვალ, მას სამი დაპირისპირება ელის.
100 მეტრზე თავისუფალი სტილით საკვალიფიკაციო გაცურვაში ანასტასია მიქელაშვილმა (1:01.31) და სალი შჩერბაევამ (1:02.33) იასპარეზეს, თუმცა, მათი შედეგები ნახევარფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია სიგრძეზე მხტომელთა შესარჩევ ეტაპზე ლიზი მუღალაშვილი გამოვა. ახალგაზრდა მძლეოსანის საუკეთესო ნახტომი 5 მეტრი იყო რაც არ აღმოჩნდა საკმარისი, ასპარეზობის გასაგრძელებლად.
ტყვიის მსროლელთა კვალიფიკაციაში დაიწყეს ასპარეზობა სანდრო ხოსიტაშვილმა და ლიზი აღნიაშვილმა ვიხილავთ. 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, დღეს მედლები წყვილებმა გაითამაშეს. ჩვენებმა, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 381.8 ქულა მოაგროვეს და ოცდაორ წყვილს შორის მე-12 ადგილი დაიკავეს. ლიზის და სანდროს ხვალ, იგივე დისტანციაზე პირადი პირველობა ელით.
და ბოლოს გეტყვით, რომ ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი.
ფოტო: სპორტის სამინისტრო