
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას იტალიური „ვირტუსიდან" კატალონიურ „ბარსელონაში" გადაბარგების თაობაზე ჩვენი გვერდიც იუწყებოდა, ოფიციალურად ესპანური კალათბურთის ერთ-ერთი გრანდიდან არანაირი დასტური არ იყო დღევანდელ დღემდე. დღეს კი, „ბარსელონამ" შენგელიას შესახებ ოფიციალური შეტყობინება გამოქვეყნა.
„თორნიკე შენგელია, რომელსაც საკალათბურთო სამყაროში უფრო „თოკოს" სახელით იცნობენ, „ბარსას" ახალი მოთამაშეა. საქართველოს ახალი მძიმე ფორვარდმა ხელი სამწლიან კონტრაქტს, 2028 წლის 30 ივნისამდე მაწერა და „ვირტუს ბოლონიადან" შემოგვიერთდა, სადაც ბოლო ორი სეზონი გაატარა.
33 წლის (34 წლის გახდება ოქტომბერში) შენგელია, არის გამოცდილი მოთამაშე, რომელსაც გააჩნია ძლიერი სათამაშო ეთიკა, ცნობილია საქმისადმი ერთგულებით, იხარჯება ბოლომდე, ყველა კლუბში, სადაც კი უთამაშია. ის, კარგად ერგება ესპანურ საკალათბურთო სისტემას, რამეთუ ვალნსიური საკალათბურთო სკოლა აქვს გამოვლილი.
დაბადებული ლიდერად
ასაკის მიუხედავად, შენგელია აგრძელებს იყოს წამყვანი მოთამაშე ყველა ტურნირზე, რომელშიც კი მონაწილეობს. მოედნის ნამდვილი ლიდერი, რომელიც იტალიის ლიგის ფინალში MVP-დ დაასახელეს (31 ქულით და მარგი ქმედების კოეფიციენტით 46), „ვირტუსს" იტალიის ჩემპიონობაში დაეხმარა. ის ასევე იყო ერთ-ერთი გამორჩეული მარგი ქმედების კოეფიციენტის თვალსაზრისით ევროლიგის 2024-25 წლების სეზონში, საშუალოდ 15.6 ქულა, 5 მოხსა, 2.7 ასისტი და 17.5 % მარგი ქმედების თვალსაზრისით 28 შეხვედრაში.
მისი საუკეთესო შეხვედრა კი, გასულ სეზონში, „ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ, 31 იანვარს იყო, როდესაც 35 ქულასთან ერთად, მისა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 39-ი შეადგინა და ეს ტურნირის პირადი რეკორდი იყო.
ევროპალიგაში საერთო ჯამში 283 თამაში აქვს ჩატარებული და მაჩვენებლები ასეთია, საშუალოდ თამაშში, 12.4 ქულა, 3.8 მოხსნა, მქკ 14.4", - ნათქვამია კლუბის მიერ თოკოსადმი მიძღვნილ სტატიაში სადაც მოგვიანებით, ქართველის საკლუბო თავგადასავლებზეც ლაპარაკობენ და ამ საკლუბო თავგადასავალების მიხედვით, რომლის დროსაც შენგელიას რამდენიმე კლუბი აქვს გამოვლილი, ყურადღებას ქართველის ესპანეთში გატარებულ დროზე ამახვილებენ ყურადღებას.
![]() |
![]() |
„ვალენსიადან" წასვლის შემდეგ, შენგელია თუკი ხედავდა კლუბში სტაბულურობას, იქ მეტი ხნით რჩებოდა. ამ მხრივ, დასამახსოვრებელია, „ბასკონიაში" ყოფნის პერიოდი, სადაც 2014-2020 წლებში დაჰყო და მნიშვნელოვანი კვალიც დატოვა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო გამარჯვება, რომელიც პანდემიის დროს „ბასკონიამ", „ბარსას" წინააღმდეგ ჩაატარა ვალენსიაში და ლიგა მოიგო.
ACB-ში საერთო ჯამში 182 თამაში აქვს ჩატარებული („ვალენსიას" შემადგენლობაში 6 თამაში 2008/09 სეზონში და 176 „ბასკონიას" შემადგენლობაში), რომლის დროსაც საშუალოდ 12.2 ქულას, 4.8 მოხსნასა და მქკ 14.3 %-ს აგროვებდა", - ნათქვამია სტატიაში.
და ბოლოს, სტატიის ავტორები, კატალონიური კლუბის გულშემატკივარს ყველა იმ კლუბის ჩამონათვალს სთავაზობენ, სადაც კი საქართველოს ნაკრების კაპიტანს უთამაშია: სპირუ შარლერუა (2010-12), „ბრუკლინ ნეთსი" (2012-14), „ჩიკაგო ბულზი" (2014) და ცსკა (2020-22). შენგელიას კიდევ ერთ გამარჯვებასაც არ ივიწყებენ VTB United League-ის ტიტულს ცსკა-ს (2020/21) შემადგენლობაში და ასევე, EuroCup-ის ორ ტიტულს „ვურტუსთან" (2022) და „ვალენსიასთან" (2010) ერთად.
ჩვენის მხრივ გახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია, კატალონიაში ახალი ფურცლის წერას დაიწყებს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თვის ბოლოს საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევრობასკეტი 2025-სთვის მზადებას შეუდგება და სასტარტო შეხვედრაში, ევროპის საკალაბურთო ფორუმზე სწორედ, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფოტო: © fcbarcelona.com