
შაბათ-კვირას საქართველოში, დავით ყიფიანის საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე არ მონაწილეობდა ის ოთხი კლუბი, „სპაერი" - თასის მოქმედი მფლობელი, „იბერია", „დილა" და „ტორპედო", რომლებიც უეფა-ს ევროტურნირებზე ასპარეზობდნენ. საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა, ტურნირიდან ტიტულოვანი ქართული კლუბის, „დინამო თბილისის" გამოვარდნა, რომელმაც სუსტი პირველი ტაიმის დროს, გაშვებული ერთადერთი გოლის გამო, „სამტრედიასთან", წააგო 1-0. თაკარა მზეში და ნესტიან სიცხეში 16:00 საათზე დაგეგმილი თამაშები, ბუნებრივია, თბილისელთა მარცხის გამართლება ვერ იქნება, ისევე, როგორც ქუთაისელ მსაჯთა ბრიგადასთან დავა, საწყის წუთებზე, მასპინძელთა კარში არდადებული პენალტის გამო. გუნდს, რომელიც წელს 100-წლიან იუბილეს აღნიშნავს და საქართველოში, ყველაზე ტიტულოვანია, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა და თამაში მოეთხოვება. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, სადაც ამ გუნდის „მტერიც" კი, თვლის, რომ „დინამო თბილისის" შესახებ „ეთქმის", ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე და საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდულ კლუბს, ცოტა მატებს მოუმატოს. თუმცა, კარგი იქნება, თუ ტურნირის ორგანიზატორები, კლიმატურ პირობებსა და ამინდის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, ზაფხულში დაგეგმილი თამაშებისას გაითვალისწინებენ. ალბათ, გულშემატკივარისთვისა, მით უმეტეს რეგიონებში, სადაც სასკოლო არდადეგებისა და „შვებულებების დროს" თამაშებზე უფრო მეტი ქომაგის მიზიდვაა შესაძლებელი.
აქვე გეტყვით, რომ „დინამო თბილისის" გარდა, გათამაშებას ეროვნული ლიგის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი, „თელავი" და „გაგრა" გამოეთიშნენ.
„რუსთავი" - „თელავი" 1-0
„გონიო" - „სამგურალი" 0-1
„გარეჯი" - „კოლხეთი 1913" 1-1 (პ)
„გაგრა 2" - „დინამო" ბთ 0-5
„ლოკომოტივი" - „დინამო თბილისი 2" 3-0
„მეშახტე" - „გაგრა" 2-1 (დამატებითი დრო)
„ალგეთი" - „შტურმი" 0-8
„სამცხე" - „ ოდიში 1919" 0-1
იუჯი-35 - „მერანი" მარტვილი 2-8
„სამტრედია" - „დინამო თბილისი" 1-0
დავით ყიფიანის თასის მომდევნო, 1/8 ფინალი, რომელიც შეგახსენებთ, ასევე, ერთ-რაუნდიანია 26 და 27 ივლისს არის ჩანიშნული. ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო „იბერიასა" და „ტორპედოს" დაპირისპირება იქნება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გუნდი უეფა-ს კონფერეს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, და სწორედ ამ თარიღთან ახლოს უწევთ ასპარეზობა, შეხვედრა გადადებულია.
და კიდევ, შეგახსენებთ, რომ 1/16 ფინალის ორ წყვილში, რომელთა მონაწილეობით თამაშები 21 და 22 ივლისს არის ჩანიშნული, ჯერ ყველაფერი გასარკვევია.