კლასიკებმა სარეიტინგო ტურნირი 5 მედლით დაასრულეს
კლასიკებმა სარეიტინგო ტურნირი 5 მედლით დაასრულეს
20.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, უნგრეთში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა კიდევ ორი ოქროს მედალი მოიგეს. ტურნის გამარჯვებულები, 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია, 67კგ-ში კი, ჯონი ხეცურიანი გახდნენ. ამჯერად, პრესტიჟული შეჯიბრის შემდეგ, ქართველი კლასიკების ანგარიშზე ხუთი მედალია, მათ შორის სამი ოქრო და ორი ბრინჯაოა.

დღეს, სულ ბოლო მედალი ქართულ გუნდს, გიორგი მელიამ მოუტანა, რომელმაც ფინალში სომეხი ჰაიკ ხლოიანი ანგარიშით 3-1 დაამარცხა. ქართველმა ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო და სასტარტო შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე ილია ერმოლენკო 7-2 დაამარცხა. 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ არიფ ნიფტულაიევს სძლია 4-0, 1/2 ფინალში კი, კიდევ ერთ აზერბაიჯანელს, მურად აჰმადიევს მოიგო.


რაც შეეხება ჯონი ხეცურიანს, მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და თავდაპირველად, ნორვეგიელი მეტოქის ბარიერი გაიარა. ამის შემდეგ, 1/8 ფინალში ხორვატ დომენიკ ეტლინგერს მოუგო 9-0, ამის შემდეგ, ყაზახი დინ მუჰამედ კოშკარი 7-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე დანიიალ აგავეს მოუგო 9-0 და ფინალში გავიდა, სადაც მოლდოველ ვლადიმირ პეტიჩს, 7-0 სძლია.  


ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც 6 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და 11 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა. ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულები  ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და  იური ლომაძე (72 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედალებს კი ლერი აბულაძემ (67 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.


ფოტო: UWW