საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრებმა თელავში კარი გამოიჯახუნა
საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრებმა თელავში კარი გამოიჯახუნა
20.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა 19-წლამდე ნაკრებმა, თელავში მიმდინარე ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით და მე-9 ადგილით დაასრულა. ტურნირზე რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა, დებულების მიხედვით, ყველა ადგილი გათამაშდა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ჩვენს გუნდს, სწორედ მე-9 ადგილისთვის უწევდა ბრძოლა, რომელი ბულგარეთის წინააღმდეგ, ორი რაუნდისგან შედგა. პირველში, რომელიც 18 ივლისს ჩატარდა, ჩვენი გუნდი ოთხი ბურთის სხვაობით, 29-33 დამარცხდა. დღეს კი, ქართველმა გოგონებმა მოინდომეს ხუთ-ბურთიანი სხვაობით, 27-32 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) მოიგეს. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში, ქართველმა გოგონებმა, მეტოქეს ერთით მეტი გატანილი გოლის წყალობით აჯობეს და ასპარეზობა მე-9 ადგილით დაასრულეს.


ჩვენი გუნდიდან დღეს ყველაზე შედეგიანი მარიამ ოდიკაძე (#10) იყო, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. 7 გოლი გაიტანა თეკლა ძამუნაშვილმა (#13), რომელმაც საერთო ჯამში თელავში დასრულებულ ტურნირზე ასპარეზობა 35 გოლით დაასრულა და ჩვენი გუნდიდან, ყველაზე შედეგიანი იყო, ამასთან თეკლამ, ერთი თამაშით ნაკრები ჩაატარა. მათ გარდა, ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში, ჩვენი გოგონებიდან თავი გამოიჩინეს: ლიზი ქაჯაიამ (#47 / 5 გოლი), მარიამ ლაფერაძემ (#7 / 4 გოლი), დიანამ არაბიძემ (#88 / 4 გოლი) და ნატალი გაზაშვილმა (#3 / 3 გოლი).


სხვათა შორის, დღევანდელ შეხვედრაში, ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი, ბულგარელი მელინა სპასოვა (#6) იყო, რომელმაც დღეს, 11 გოლი გაგვიტანა და აქვე უნდა ვთქვათ, რომ თელავში მიმდინარე ტურნირის გოლეადორებსაც სწორედ, ეს ხელბურთელი ლიდერობდა და საბოლოოდ, 54 გოლით დაასრულა ასპარეზობა. თუმცა, წინ კიდევ 5 თამაშია და არაა გამორიცხული, მას სხვა ხელბურთელმა გოგონებმაც გადაასწრონ გატანილი გოლების თვალსაზრისით.


აქვე გეტყვით, რომ მედლებისთვის ბრძოლა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხმა ნაკრებმა სლოვაკეთმა, იტალიამ, უკრაინამ და ბელგიამ გააგრძელეს. საბოლოოდ, ფინალში სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებები, დღეს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომლემბაც იტალიისა და ბელგიის ნაკრებების დამარცხება მოახერხეს 1/2 ფინალში. მანამდე კი, თელავის სპორტის სასხლეში კიდევ სამი მატჩი ჩატარდება. შეგახსენებთ, დებულების თანახმად, გუნდები, სატურნირო ცხრილში ყველა ადგილს გაითამაშებენ.


7 ადგილისთვის / ისრაელი - დიდი ბრიტანეთი

5 ადგილისთვის /  კოსოვო - ლუქსემბურგი

3 ადგილისთვის / იტალია - ბელგია

ფინალი  / სლოვაკეთი - ბელგია



ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია