ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
18.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალექსანდერ ჯიკიჩმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, სანდრო სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თოკო შენგელია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე და ილია ლონდარიძე - ეს, ის 16 კალათბურთელია რომელიც, ევრობასკეტი 2025-ისთვის, 28 ივლისიდან მოემზადება.


საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩვენი გუნდი ჯამში ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში და ჩეხეთში მოემზადება და 6 სპარინგს გამართავს. შეკრებას კი, ჩვენი გუნდი, ლატვიაში, იურმალაში დაიწყებს, სადაც ერთი კვირა დარჩება და ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.


4 აგვისტო / საქართველო -ისრაელი (დახურული მატჩი)

7 აგვისტო / ესტონეთი - საქართველო (დახურული მატჩი)

10 აგვისტო / ლიეტუვა - საქართველო

14 აგვისტო / პოლონეთი - საქართველო

19 აგვისტო / ჩეხეთი - საქართველო (დახურული მატჩი)

21 აგვისტო / ჩეხეთი - საქართველო




საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჯიკიჩს გაფართოებულ შემადგენლობაში ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებთან (ასეთი კი, ამ ჯერზე შვიდია) და იმ ლეგიონერებთან ერთად, რომლებმაც ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი ითამაშეს, გამოძახებული არიან ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მოთამაშეები გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, რომლებსაც, ზემოთხსენებული შესარჩევი ეტაპის გამოტოვება, ნბა-ის რეგულაციის გამო მოუხდათ, თუმცა, ახლა „სეზონთშორისი პერიდიაო", წერს ჩვენი ფედერაციის ვებ-გვერდი.


ჩეხეთიდან, სადაც ჯიკიჩი საბოლოოდ ჩამოყალიბდება იმ 12 რჩეულზე, რომლებიც 28 აგვისტოდან ევრობასკეტი 2025-სი ფერხულში ჩაებმებიან, ჩვენი ეროვნული კვიპროსზე 25 აგვისტოს გაემგზავრება და ლიმასოლში გადაინაცვლებს, სადაც 28 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით იაპსარეზებს:


28 აგვისტო  / საქართველო -ესპანეთი

30 აგვისტო / იტალია - საქართველო

31 აგვისტო / საქართველო - საბერძნეთი

2 სექტემბერი  / კვიპროსი - საქართველო

4 სექტემბერი  / ბოსნაი და ჰერცეგოვინა - საქართველო


და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ სწორედ მომავალ ევრობასკეტზე გეგმავს სანაკრებო კარიერის დასრულებას, ქართული კალათბურთის მოქმედი ლეგენდა გიორგი შერმადინი, ასე, რომ მას და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გრძელი გზა ვუსურვოთ, რათა შერმომ, მისთვის შესაფერისად დაასრულოს სანაკრებო კარიერა.