
თელავში, 19-წალმდე გოგონათა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხვალიდან მეორე ეტაპი იწყება. საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 18 ივლისს , ჩემპიონატზე დარჩენილი ორი მატჩიდან პირველს ითამაშებენ, თუმცა, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი, დღეს, ჩვენი 19-წლამდე გუნდი კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდა და 19-30 (მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) წააგო.
გუნდი, რომელიც ამ წყვილში გაიმარჯვებდა, ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ თამაშებში, საუკეთესო რვა გუნდს შორის ბოლო ოთხ ადგილს გაითამაშებდა და მომავალი ასპარეზობებისთვის, კარგ წინაპირობას შეიქმნიდა. ეს, ბუნებრივია, ორივე გუნდმა კარგად იცოდა, ამიტომ თამაშის დასაწყისში, როგორც საქართველოს, ასევე, კოსოვოელები, მიუხედავად იმისა, რომ ანგარში წაიყვანეს, გვარიანად ნერვიულობდნენ. ამაზე მეტყველებს ანგარიში და ზოგადად პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგი 10-17, ჩვენი მოსაზრებით ამ მონაკვეთში საკმაოდ მცირე გოლი გავიდა, თუმცა, ამ მხრივ, არც მეორე ტაიმი იყო გამონაკლისი. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურებაც, მაგრამ წინა შეხვედრების მსგავსად, წვრილმანმა შეცდომებმა ჩვენი გუნდი საკმაოდ დააზიანა. დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო კოსოველთა კონტრშეტევები, რომლებსაც ჩვენები ვერაფერს უხერხებდნენ. საბოლოოდ კი სხვაობა გაიზარდა და 11 ბურთითაც წავაგეთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელმაც კოსოვოელებს 8 გოლი გაუტანა და ახლა, ბომბარდირთა დავაში 23 გატანილი გოლი აქვს. კვლავ დიდი როლი ითამაშა ჩვენი გუნდის თამაშში, მეკარემ, ანანო გაწერელიამ, რომელმაც კოსოვოელებს 11 დარტყმული აუღო.
ჩვენი გუნდიდან დღეს გამოირჩნენ: ანანო გაწერელია (#16 / 11 მოგერიება); თეკლა ძამუნაშვილი (#13 / 8 გოლი), მარიამ ოდიკაძე (#10/ 3 გოლი), ლიზი ჯანდიერი (#21/ 2 გოლი), დიანა არაბიძე (#88 / 2 გოლი), ლიზი კველსალავა (#5 / 1 გოლი), მარიამ ლაპერაძე ( #7 / 1 გოლი), ანა კოვზირიძე (#31 / 1 გოლი), ლიზი ქაჯაია (#47 / 1 გოლი).
დღეს ტრადიციულად კიდევ ოთხი თამაში ჩატარდა, რომელებიც შემდეგი შედეგით დასრულდა:
ლუქსემბურგი - დიდი ბრიტანეთი 34-30
ბულგარეთი - ბელგია 26-39
უკრაინა - იტალია 33-24
სლოვაკეთი - ისრაელი 30-17
ხვალ დასვენებაა, ზეგიდან კი, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდები, ფლეი-ოფებში დაიწყებენ ასპარეზობას, საუკეთესო ოთხი გუნდი მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მომდევნო ოთხი, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს. მეცხრე-მეათე ადგილებისთვის კი, ორ რაუნდად 18 და 20 ივლისს გაიმართება და საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება.
1/2 ფინალები:
სლოვაკეთი - იტალია
უკრაინა - ბელგია
მატჩი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის
კოსოვო - ისრაელი
ლუქსემბურგი - დიდი ბრიტანეთი