საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
16.07.2025
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო დღეს დანიასთან გამარჯვება და ბოლო ტურში ნიდერლანდებთან მოგებით ქართელები მეოთხედფინალში გადიოდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - დანიამ გაიმარჯვა და საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.


დანია კერკეტი გუნდი აღმოჩნდა. სკანდინავიელებმა ყველა პერიოდი მოგვიგეს, მართალია მცირედით, თუმცა მათთვის ეს გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა.  საბოლოოდ დანიამ 85-74 (სტატისტიკა) იმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. საქართველო ერთადერთია ჯგუფში, პლეი ოფში რომ ვეღარ გავა. დანარჩენ 5 გუნდს ბოლო ტურში საუკეთესო 2 ადგილის დაკავების შანსი აქვს.


საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ლომთაძე - 23 ქულა, 6 მოხსნა. 13 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 წუთი ითამაშა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა. 


საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ოთხშაბათს, ნიდერლანდებთან გამართავს, რის შემდეგაც ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან განაგრძობს - IX-XXII ადგილებისთვის.