ქართველ ფეხბურთელ ქალს გერმანიის ქალთა ბუნდესლიგიდან აკვირდებიან
ქართველ ფეხბურთელ ქალს გერმანიის ქალთა ბუნდესლიგიდან აკვირდებიან
14.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და თბილისის „კვარტალის" ფეხბურთელი თინათინ ამბალია, დღეს, გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ერთ-კვირიან ტესტს გაივლის. ქართველი ფეხბურთელი ქალით, არც მეტი, არც ნაკლები გერმანული ფეხბურთის გრანდი კლუბის, „ბაიერ ლევერკუზენის" ქალთა გუნდი დაინტერესდა. აქვე გეტყვით, რომ „ბაიერმა", გერმანიის ქალთა ბუნდესლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელებს ამბალიას კანდიდატურა დააკმაყოფილებთ და მას გუნდში თამაშის უფლებას მისცემენ, 18 წლის ნახევარმცველს 2025 წლის 6 სექტემბერს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე" მინიმუმ თამაშზე დასწრების საშუალება მიეცემა. სწორედ, „ბაიერნისა" და „ბაიერის" დაპირისპირება იქნება გერმანიის ქალთა ბუნდესლიგის პირველი შეხვედრა, რომელიც 2025-26 წლების სეზონში ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას, 14 გუნდი მიიღებს.


სწორედ, გერმანიაში გამგზავრება გახდა მიზეზი, რომ საქართველოს ქალთა ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რომელსაც 16 ტურის შემდეგ, 23 გოლი აქვს გატანილი, გუშინდელი, მე-16 ტურის შეხვედრა, თბილისის „კვარტალსა" და „ნიკე-ლუსოს" შორის გამოტოვა.


ჩვენი ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებისა და ერთკვირიანი ტესტების პერიოდში, არაა გამორიცხული, „ბაიერის" სამწვრთნელო შტაბმა, ქართველ გოგონას, „აიაქსთან" ამხანაგურ სპარინგშიც მისცეს სათამაშო დრო.


ჩვენი გვერდი, წარმატებას უსურვებს თიკოს, ტესტების გავლას და იმედს ვიტოვებთ, რომ მისი მონაწილეობით, თამაშების გასაშუქებლად, 2025-2026 წლების სეზონზე გერმანიას მივაკითხავთ. ყოველ შემთხვევაში, გუშინ, გერმანიაში გამგზავრებამდე, ქართველ ფეხბურთელ ქალს, ჩვენმა გუნდმა წარმატება ვუსურვებთ.