
საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალური გახადა. პირველ ტურში ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ პლეი ოფში გასვლას ჩრდილი მიადგა, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტურის მატჩში სოლიდურ მეტოქეს სძლია. შვეიცარიას პირველ ტურში დანია ჰყავდა დამარცხებული, შესაბამისად, ურიგო ოპონენტი არ გახლდათ, თუმცა ქართველებმა მოინდომეს და მეტოქე ისე დაამარცხეს, შანსი არ მიუციათ, 96-81 (სტატისტიკა).
ქართველებმა პირველი, მეორე და მესამე პერიოდები მოიგეს. საქართველოს ლიდერობამ ბოლო ათწუთეულის წინ მთლიანობაში 25 ქულა შეადგინა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო პერიოდში შვეიცარიელებმა ჩამორჩენა მხოლოდ შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ 15 ქულით მაინც დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა თენგო გოგიშვილს რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ალექსანდრე დაუშვილმა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
შეგახენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მარცხით დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სადებიუტო მატჩში ავსტრიას შეხვდა და ბრძოლაში - 78-89 (სტატისტიკა) დამარცხდა.
და ბოლოს, სანამ ჯგუფის დღევანდელი მატჩები დასრულდებოდეს, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დღეს ნიდერლანდები დანიას შეხვდება, ავსტრია კი ჩრდილოეთ მაკედონიას.