გიორგი დიხამინჯია ახალი სეზონიდან ისლანდიის KA-ში ითამაშებს
გიორგი დიხამინჯია ახალი სეზონიდან ისლანდიის KA-ში ითამაშებს
11.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი დიხამინჯიამ, ახალ კლუბთან გააფორმა ხელშეკრულება. პოლონეთში დასრულებული ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ქართველი ხელბურთელი,  KS Azoty-Puławy-ს ღირსებას იცავდა, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავდა. ეს ეტაპი კი, როგორც ჩანს ისლანდიაში გაგრძელდება. დღეს, ისლანდიურა კლუბმა  KA-მ (Knattspyrnufélag Akureyrar) ქართველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.


დღესვე, გიორგი დიხამინჯიამ ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 188 სმ სიმაღლის 28 წლის ქართველი მარჯვენა შემტევის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა, მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაშიო, აღნიშნულია სტატიაში, რომელიც ქართველ ხელბურთელს მიეძღვნა. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ზამთარში, როდესაც საქართველოსა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ეთამაშნენ, დიხამინჯიამ ისლანდიას 9 გოლი გაუტანა, საპასუხო შემთხვევაში კი, სამისო.


ახალი კლუბისთვის მიცემულ ინტერვიუში, გიორგი დიხამინჯიამ აღნიშნა, რომ ახალ კლუბში გადასვლით მოხარულია. პოზიტიური, პროფესიონალური, შთაგონებული იმ დამოკიდებულებით, რას კლუბთან მოლაპარაკებებისას შეამჩნია. ამას გარდა, დიხამინჯია მიიჩნევს, რომ KA-ში გადასვლით, კარიერული ზრდის კარგი შანსი ეძლევა, მათ შორის მოედანს მიღმა, რადგან ისლანდიას ხელბურთის თვალსაზრისით, საკმაოდ მდიდარი ტრადიციები აქვს და ლიგაც, სადაც ქართველი ითამაშებს საკმაოდ ძლიერია.