შაბათს თელავში 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩეპიონატი აიღებს სტარტს
შაბათს თელავში 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩეპიონატი აიღებს სტარტს
10.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

12 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, თელავი ხელბურთში, 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს (Women's 19 EHF Championship) უმასპინძლებს. ტურნირში 10 ქვეყნის (ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, საქართველო და უკრაინა) ასაკობრივი ნაკრები მონაწილეობს, რომელთა შორის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებიც არის. ყოველდღიურად, თელავის სპორტის სასახლეში ხუთ-ხუთი  (10:30, 12:30, 14:30, 16:30 და 18:30 საათი) თამაში გაიმართება.


საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ევროპის ჩემპიონატის საზეიმო გახსნა 12 ივლისს, 16:00 საათზე იგეგმება, რომლის დასრულების შედმეგ, საქმეში, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩაერთვება.


ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა შეკრება აზერბაიჯანში გაიარა და სამი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელთაგან ორში გამარჯვება მოახერხა, ერთში კი, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა:


„ბაქო" - საქართველო 16-43

„იდმან აკადემია" - საქართველო 30-29

„იდმან აკადემია" - საქართველო 36-39


საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:

12 ივლისი, 16:30 / იტალია - საქართველო

13 ივლისი, 16:30 / ბელგია - საქართველო

15 ივლისი, 16:30 / საქართველო - დიდი ბრიტანეთი

16 ივლისი, 16:30 / საქართველო - კოსოვო


19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობაში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ 18 ხელბურთელს გამოუძახა: ანა დოლბაძე, ანანო გაწერელია, ნატალი საბაშვილი, დიანა არაბიძე, მართა ბარნაბაშვილი, თეკლა ძამუნაშვილი, ანასტასია ესართია, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ნინო ქებურია, ანა კოვზირიძე, ლიზი კვესელავა, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, გვანცა რურუა.


მოსამზადებელი ეტაპის დროს ქართველი ხელბურთელი გოგონები საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთელებმაც (რა თქმა უნდა ვინც ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა) მოინახულეს და გოგონებს, მომავალ ტურნირზე წარმატება უსურვეს.